სტეფ კარი
Aa
Aa

სტეფ კარის ბრწყინვალე თამაში - 60 ქულა ჩააგდო, თუმცა პირადი რეკორდი ვერ გააუმჯობესა

NBA-ში „ატლანტა ჰოუკსმა’’ „გოლდე სტეიტ უორიორსი’’ ოვერტაიმში 7 ქულით უპირატესობით დაამარცხა - 141:134.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე სტეფ კარი იყო, რომელმაც 60 ქულა ჩააგდო, რაც შთამბეჭდავი შედეგია. 60 ქულის გარდა მის აქტივში 6 მოხსნა და 4 პასია.

სტეფ კარმა პირადი რეკორდი ვერ გააუმჯობესა. მისი საუკეთესო შედეგი ერთ მატჩში ჩაგდებული 62 ქულაა.

სტეფ კარის ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად ოვერტაიმში „ატლანტა ჰოუკსი’’ უკეთესი იყო და საბოლოოდ 7-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვა.

სტეფ კარმა კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი გასული თვის მიწურულს „ლეიკერსთან'' ჩაატარა, როცა 46 ქულა ჩააგდო. ამ შეხვედრაში გამარჯვებულის ბედი დამატებით 5 წუთში გადაწყდა, სადაც ნამდვილი სიგიჟე ვიხილეთ და საბოლოოდ უკეთესი „ლეიკერსი“ იყო - 27:26. სირენამდე 7 წამით ადრე, „გოლდენ სტეიტი“ 141:143-ს აგებდა, რა დროსაც სტეფ კარიმ სამქულიანი გაუშვა და ჩააგდო - 144:143, თუმცა ჯერ ყველაფერი წინ იყო. სტუმრებს 4.7 წამი დარჩათ შესატევად, ბურთის გათამაშების შემდეგ ლებრონი საჯარიმოში შეიჭრა, მისი შეჩერება ვერავინ შეძლო და საბოლოოდ დაჯარიმდნენ. „მეფემ“ ორივე საჯარიმო ზუსტად ისროლა და „ელეი“ 145:144 დაწინაურდა. საბოლოოდ, ოკლენდელებმა 1.2 წამში ვერაფერი მოასწრეს და დამარცხდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები