ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

ლაპორტა: „რეალისნაირმა გუნდებმა მსაჯობაზე ბევრი არ უნდა ილაპარაკონ“

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ პრესკონფერენცია გამართა და სუპერ ლიგაზე და ლა ლიგაში, მსაჯობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. ლაპორტამ დაასახელა კლუბები, რომლებმაც სუპერ ლიგაში გაწევრიანებაზე თანხმობა განაცხადეს და მოსისხლე მტერს, „რეალს“ მიმართა.

„რეალისნაირმა კლუბმა მსაჯობაზე ბევრი არ უნდა ილაპარაკოს, რადგან 70 წლის განმავლობაში, ადამიანები, რომლებსაც შეხვედრებზე არბიტრების დანიშვნა ევალებოდათ, რეალის ფანები ან კლუბის წევრები იყვნენ. ის კი, რასაც რეალის ოფიციალური ტელევიზია აკეთებს, სამარცხვინოა. VAR-ს რაც შეეხება, ყოველთვის ვიდეორეფერის წინააღმდეგი ვიყავი. თუ შეიძლება, მსაჯმა შეცდომა დაუშვას, წარმოიდგინეთ, 6 მათგანი რას იზამს. VAR-ით რეალმა სარგებელი მიიღო.

სუპერ ლიგა? სუპერ ლიგაში გაწევრიანებაზე თანახმა არიან ინტერი, ნაპოლი, რომა, მილანი, მარსელი, ბენფიკა, პორტუ, სპორტინგი, აიაქსი, ფეიენოორდი, ანდერლეხტი, პსვ, ბრიუგე და ლა ლიგის ყველა გუნდი, ატლეტიკოს გარდა“.

საინტერესოა, რომ ლაპორტას სიტყვების შემდეგ, „რომამ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და უარყო ინფორმაცია, თითქოს სუპერ ლიგაში გაწევრიანებულია ან გასაწევრიანებლად მზადაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბელინგემი გრინვუდს: „მოძალადე ხარ“ - ჯუდი შესაძლოა დასაჯონ
ბელინგემი გრინვუდს: „მოძალადე ხარ“ - ჯუდი შესაძლოა დასაჯონ