ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

KVARASVEGLIA | Corriere dello Sport-ის სტატია ხვიჩაზე

ავტორიტეტული იტალიური გამოცემის, Corriere dello Sport-ის დღევანდელი ნომრის გარეკანზე „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ვხედავთ. KVARATSVEGLIA (კვარას გამოღვიძება) - ესაა წარწერა, რომელიც Corriere dello Sport-ის გარეკანზეა გამოტანილი და იტალიური გამოცემა „ვერონასთან“ გასამართ შეხვედრაზე წერს, რომლის წინააღმეგაც ხვიჩამ სადებიუტო გოლი შეაგდო.

„2022 წლის 15 აგვისტოს, როცა ყველაფერი დაიწყო, გაოცების გამო, შეუძლებელი იყო, არ დაგვესვა შეკითხვა, ეს მონსტრი რომელი პლანეტიდან ჩამოვიდა. ახლა კი, როცა რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელახლა გავდივართ დღეს, როდესაც ნაპოლიმ ვერონასთან ითამაშა, ტრივიალურია ვიკითხოთ, სადაა ეს აღმაფრთოვანებელი გენიოსი. ვწერთ „კვარაცხელიას“ და ახლიდან ვკითხულობთ მის ზღაპარს, რომელსაც სხვა განზომილებაში გადავყავართ. ესაა ფეხბურთი, რომელიც პოეზიაზე მაღლა დგას. ესაა ბავშვური ბედნიერება და სიამოვნება, რომელიც ცრუმოძრაობების ნახვის შემდეგ გვეუფლება. ესაა დრიბლინგი, რომელიც ყველას გულს იპყრობს. ესაა დარტყმა, რომელიც ყველას აოცებს და თავს აყვარებს. კვარაცხელიას ფეხბურთი უნივერსალური რეკლამაა და მისი ტრანსფერი წარმოადგენს პროექტის სახეს, რომელიც ნაპოლის ისტორიაში შევიდა და იქ ადგილი სამუდამოდ დაიმკვიდრა. იმ დღეს, ვერონაში ძალიან ცხელოდა და უეცრად, დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ მირაჟის მომსწრენი ვიყავით. არა იმიტომ, რომ ბანალური გოლი გაიტანა, იმიტომ, რომ საოცარი ასისტი გააკეთა და სითავხედითა და უამრავი ეშმაკური მოძრაობებით გაგვაოცა.

სამწუხაროდ, მეორე სეზონში, კვარაცხელია ნაპოლისთან ერთად გაქრა. ხვიჩა მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და გაჭირვებაში საოცნებო მოთამაშეა, მაგრამ ადამიანურობა დაუბრუნდა. კვირას, 50 დღე იქნება გასული მას შემდეგ, რაც ბოლო გოლი გაიტანა. სერია A-ში მას მხოლოდ 5 გოლი აქვს გატანილი, ევროპაში და სუპერ თასზე კი თავი არ გამოუჩენია. ოსიმენის არყოფნაში, ხვიჩა არის ფეხბურთელი, ვისი იმედიც ნაპოლის აქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში წამყვანი პოზიციები დაიკავოს, შემდეგ კი ბარსელონასთან გასამართ შეხვედრაში სასურველ შედეგზე იფიქროს. ოსიმენის არყოფნაში გუნდის ლიდერი სწორედ ხვიჩაა და იგი ნაპოლის დისკვალიფიკაციის შემდეგ უბრუნდება, რომლის გამოც, ლაციოსთან გამართული მატჩი გამოტოვა.

კვარა სერია A-ს MVP ტყუილად არ გამხდარა. ხვიჩა შეუჩერებელი ნაპოლის ყველაზე თავხედი, შედეგიანი და მოუხელთებელი ფეხბურთელი იყო და ეს ყველაფერი ჰაერში ვერ გაუჩინარდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ამისთვის 50 დღე საკმარისი ნამდვილად არ იქნებოდა და ადრე თუ გვიან, ყველანაირი პერიოდი სრულდება. ნაპოლი-ვერონა, კვარა, გახსოვს?!“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ლაციოსთან მატჩი ყვითელი ბარათების ლიმიტის გამო გამოტოვა და გუნდს 4 თებერვალს, „ვერონასთან“ მატჩში დაუბრუნდება. საგულისხმოა, რომ სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელიამ სადებიუტო გოლი სწორედ „ვერონას“ წინააღმდეგ გაიტანა. კვირას გასამართი მატჩი კი დიეგო მარადონას სტადიონზე საქართველოს დროით 18:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ყველას წინააღმდეგ - მარტო ამის იმედად ვართ“ - იტალიელი ექსპერტი
„კვარა ყველას წინააღმდეგ - მარტო ამის იმედად ვართ“ - იტალიელი ექსპერტი