ჩავი ერნანდესი, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

ლაპორტა: ჩავის გათავისუფლებაზე არასდროს მიფიქრია

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ჩავის გათავისუფლებას არ აპირებდა.

ჩავიმ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კატალონიურ კლუბს დატოვებს.

„ჩავიმ მითხრა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ წავიდოდა. მან გადადგომის შესახებ განაცხადა და კონტრაქტის დარჩენილ წელზე უარი თქვა. მან ეს ისეთი დარწმუნებით თქვა, რომ მოსმენა მომიწია.

მე ვუპასუხე, რომ თუ კამათი მოგვიწევდა, ასე მოვიქცეოდი, მაგრამ მან თქვა, რომ მასზე დიდი ზეწოლა იყო. მე დავთანხმდი 30 ივნისამდე მუშაობის გაგრძელების ვარიანტს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩავი იყო.

სეზონის პირველ ნახევარში ის გუნდს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გაუძღვა, შარშან კი ლა ლიგა და სუპერთასი აიღო. და ამ სეზონში, როცა ყველა დარწმუნებული ვიყავით, რომ შემადგენლობა გავაძლიერეთ, ყველაფერი არასწორად წარიმართა. არასდროს მიფიქრია მის გათავისუფლებაზე“,

- თქვა ლაპორტამ.

ჩავიმ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით მან გუნდს ზეწოლა მოუხსნა და მთლიანი დარტყმა თავის თავზე მიიღო, რათა გუნდისთვის ვითარება შემსუბუქებულიყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
4 დიდი კლუბი ინტერესდება - დე ლაურენტისი ხვიჩას მომავალს გადაწყვეტს
4 დიდი კლუბი ინტერესდება - დე ლაურენტისი ხვიჩას მომავალს გადაწყვეტს