ბარსელონა, პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

გუარდიოლა მწვრთნელობაზე: „ბარსელონაში შეპყრობილი ვიყავი, ახლა კი...“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუს დროს სამუშაოს სპეციფიკაზე ისაუბრა და კარიერის საწყისი ეტაპი გაიხსენა.

რა თქვა პეპმა:

როდესაც „ბარსელონას“ მწვრთნელი გავხდი, შეპყრობილი ვიყავი, ახლა კი შემიძლია დივანზე დავჯდე, ტელევიზორს ვუყურო და ფეხბურთზე არ ვიფიქრო. ეს მეხმარება, რადგან ასეთი პაუზების შემდეგ საქმისადმი დაბრუნების სურვილი იზრდება. „ბარსელონაში“ მუდმივად ფეხბურთზე ვფიქრობდი, მეჩვენებოდა, რომ სულ რაღაც მაკლდა და საკმარისად პროფესიონალი არ ვიყავი. ახლა მესმის, რომ ეს შეცდომა იყო. ახლა პერსონალს უფრო მეტად ვეყრდნობი, ბევრ რაღაცას მასწავლიან და ვარჯიშზეც თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ.

ვიცი, რაც უნდა გავაკეთო. ეს მწვრთნელისთვის მთავარი მომენტია. როცა კვირაში სამი თამაში გიწევს, ეს პრობლემა აღარ ჩნდება. როდესაც ამას მრავალი წლის განმავლობაში აკეთებთ, საკუთარი თავი უნდა გაიცნოთ და მას უნდა მოერგოთ. ეს ყველაფერი ვისწავლე და ახლა პროცესი ბევრად მარტივია.

თამაშებისთვის წარმოუდგენელი ყურადღებით ვემზადებით და მეტოქეს ძირფესვიანად ვსწავლობთ. მაგრამ პირობითად „ბარნლი“ განსხვავდება „ტოტენჰემისგან“, რის გამოც ყველა თამაშისთვის ერთნაირად ვერ მოემზადები. ამაშია მთელი აზრი.

ეს არ ნიშნავს, რომ საქმეს სერიოზულად არ ვეკიდები, პირიქით. არ მინდა, რომ ფეხბურთელები, გულშემატკივრები და ადამიანები, რომლებიც მენდობიან, იმედი გავუცრუო. მაგრამ სხვაობა ისაა, რომ ადრე მოსამზადებლად 24 საათი მჭირდებოდა, ახლა კი აღარ მჭირდება. სამუშაოსა და დასვენებას შორის შუალედი ვიპოვე და დროსაც უკეთესად ვმართავ, რამაც უფრო უკეთესი მწვრთნელი გამხადა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„დაუმთავრებელი საქმე აქვს“ - მოურინიო მანჩესტერში დაბრუნებას უმიზნებს
„დაუმთავრებელი საქმე აქვს“ - მოურინიო მანჩესტერში დაბრუნებას უმიზნებს