ბარსელონა, ჟოან ლაპორტა, ფრანკ რაიკაარდი
Aa
Aa

ძველი სკოლის იმედი? - ლაპორტას რაიკაარდის დაბრუნება სურს

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ჩავი ერნანდესი „ბარსელონას“ დატოვებს. ჟოან ლაპორტა კი მისი შემცვლელის ძიებაშია.

ყველაზე აქტიურად კატალონიურ გრანდს ჰანსი ფლიკი დაუკავშირეს, თუმცა ჯერჯერობით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, MARCA ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ლაპორტა ფრენკ რაიკაარდზე ფიქრობს, რომელიც სამწვრთნელო საქმიანობით 10 წელია არ დაკავებულა.

წყაროს ცნობით, ბარსას პრეზიდენტი ნიდერლანდელ სპეციალისტს უკვე დაუკავშირდა, მაგრამ რაიკაარდის დაყოლიება ადვილი არ იქნება, რადგან მან უკანასკნელად 2013 წელს საუდის არაბეთის ნაკრებში იმუშავა.

MARCA წერს, რომ რაიკაარდს უარი ბოლომდე არ უთქვამს და ლაპორტა იმედს არ კარგავს. შეგახსენებთ, რომ ფრენკი „ბარსელონაში“ 2003/2008 წლებში მუშაობდა და „ბლაუგრანას“ ისტორიაში მეორე ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოაგებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩავი 1 წლით დაისვენებს - მისთვის პრიორიტეტი პრემიერ ლიგაა
ჩავი 1 წლით დაისვენებს - მისთვის პრიორიტეტი პრემიერ ლიგაა