ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ენრიკო ფედელე, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

„არ მესმის, რატომ აკრიტიკებთ...“ - ფედელემ ვალტერ მაცარი დაიცვა

ცნობილმა იტალეილმა საფეხბურთო სპეციალისტმა და ძმები კანავაროების ყოფილმა აგენტმა, ენრიკო ფედელემ Radio Marte-ს ეთერში „ნაპოლისა“ და „ლაციოს“ გუშინდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა და ვალტერ მაცარი დაიცვა, თუმცა კონკრეტული ფეხბურთელები გააკრიტიკა.

რა თქვა ფედელემ:

არ მესმის იმ ხალხის, ვინც მაცარის აკრიტიკებს. მგონია, რომ ამ ხალხს არაფერი ესმის... მაცარი უბრალოდ თავის მეთოდს იყენებს, რითაც გუნდმა აშკარად გააუმჯობესა დაცვაში თამაში. ლაციოს კარში დარტყმაც არ ჰქონია, ეს კი ძალიან იშვიათია.

რატომ არის ნაპოლი მე-9 ადგილზე? მათი ამჟამინდელი მდგომარეობის შეფასება შეუძლებელია, რადგან „ნაპოლის“ წინ კიდევ ბევრი თამაში აქვთ. ვფიქრობ გულშემატკივრები კმაყოფილები უნდა იყვნენ, რადგან მაცარის მოსვლამდე გუნდი საშინელ ფიზიკურ მდგომარეობაში იყო.

ვფიქრობ პრობლემა კონკრეტულ ფეხბურთელებშიცაა. მაგალითად, ჯაკომო რასპადორის გოლი ოქტომბრის, ან ნოემბრის შემდეგ არ გაუტანია. ინტერში, როცა ლაუტაროს ვერ გააქვს, მის საქმეს ტურამი აკეთებს, ნაპოლიში კი ასე არ ხდება. თუ ოსიმენი არ არის, გუნდი უბრალოდ ვერ იგებს.

ნაპოლის ამჟამინდელ მდგომარეობას ობიექტურად ვერ შევაფასებ, რადგან მაცარის გუნდი ერთობლივად ოსიმენთან და კვარაცხელიასთან ერთად ჯერ არ მინახავს. ისინი მრისხანე მოთამაშეები არიან. დაველოდოთ, რეალური ფეხბურთელების მოსვლას, რომლებიც განსხვავებას ქმნიან და მხოლოდ ამის შემდეგ ვიმსჯელოთ ობიექტურად.

შეგახსენებთ, რომ „ლაციოსთან“ მატჩი ხვიჩა კვარაცხელიამ ყვითელი ბარათების ლიმიტის გამო გამოტოვა. 22 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს. ვალტერ მაცარის მომდევნო შეხვედრა 4 თებერვალს, საქართველოს დროით 18:00 საათზე „ვერონას“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საზონოვის დრო მოვიდა - Corriere  ქართველ მცველზე წერს
საზონოვის დრო მოვიდა - Corriere ქართველ მცველზე წერს