ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

„კვარას და ოსიმენის გარეშე შეტევაში თამაში რთულია“ - მაცარი ლაციოსთან მატჩის შემდეგ

იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ლაციოს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 0:0 ითამაშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ ჟურნალისტებთან განვლილი მატჩი შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა, რომელმაც დღევანდელი თამაში ყვითელი ბარათების ლიმიტის გამო გამოტოვა.

რა თქვა მაცარიმ:

თამაშით კმაყოფილი ვარ, რადგან მებრძოლი გუნდი ვნახე, რომელიც ბურთს დაბალანსებულად ფლობდა. ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც მატჩში ბურთის ფლობით მაურიციო სარის სჯობნი. იმის მიუხედავად, რომ სათამაშო სისტემა ცოტა ხნის წინ შევცვალეთ, ბურთის ფლობაზე მაინც ვდომინირებდით. მიხარია ბიჭების ასეთი თავდადებული თამაში. ბედნიერი ვარ დემეს გამო, რომელმაც შესანიშნავი თამაში ჩაატარა. ბევრი კარგი რამ დავინახე. რამდენიმე გოლის გატანა შეგვეძლო, ვერტიკალურად მივდიოდით, მაგრამ მეტოქეს უფრო სწრაფი ფეხბურთელები ჰყავდათ.

კვარას და ოსიმენის გარეშე შეტევაში თამაში რთულია. დღეს რასპადორი ამ პოზიციაზე სწორედ ამის გამო იყო, რადგან გვაკლდა მნიშვნელოვანი მოთამაშეები, რომლებიც სიღრმიდან თამაშის შესაძლებლობას გვაძლევენ. ასეთი დანაკლისით ვითამაშეთ ძალიან ძლიერ გუნდთან და არ დაგავიწყდეთ, რომ ისინი ერთ დროს მეორე ადგილზე იყვნენ. მნიშვნელოვანია, რომ გუნდის კომპაქტურობა აღვადგინეთ. ვხედავთ, რომ გუნდი დიდი მონდომებით და კომპაქტურად თამაშობს. როცა აქ ჩამოვედი, ბევრი რაღაც არასწორი იყო, ახლა კი ასე აღარ არის. ჩვენი ერთობა ვიპოვეთ.

ჩვენ უკვე ვპოულობთ კარგ ნაპოლის. როდესაც ჩამოვედი, გუნდურობის პრობლემა იყო. გვსურდა, რომ ბურთის კონტროლის სიყვარული რაც შეიძლება მალე დაგვებრუნებინა, დღეს კი ამაში თვით მაურიციო სარის ვაჯობეთ. ერთადერთი, რაც ახლა გვაკლია, შეტევაში ეფექტური დაბოლოებებია.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მატჩის შემდეგ, „ნაპოლიმ“ სატურნირო ცხრილში 32 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზე იმყოფება. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 4 თებერვალს, საქართველოს დროით 18:00 საათზე „ვერონასთან“ გამართავს და ხვიჩა კვარაცხელია გუნდს სწორედ ამ შეხვედრაში დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FA Cup: ჩაკვეტაძის 86 წუთი და ფრე საუთჰემპტონთან
FA Cup: ჩაკვეტაძის 86 წუთი და ფრე საუთჰემპტონთან