ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

კრემონეზეს თავკაცმა დაადასტურა | ლოჩოშვილი ბრეშასთან ძირითადში იქნება

„კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯოვანი სტროპამ დაადასტურა, რომ ლუკა ლოჩოშვილი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება. „კრემონეზე“ მომდევნო შეხვედრას „ბრეშას“ წინააღმდეგ გამართავს და მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სტროპას საკადრო პრობლემებზე ჰკითხეს.

„როგორი იქნება დაცვითი ხაზი? ლოჩოშვილი ითამაშებს. რავანელი და ტუია ტრავმების გამო ვერ იასპარეზებენ. კასტანეტის გრიპი ჰქონდა და დღეს დილით ივარჯიშა, მაგრამ არ მგონია, განაცხადში მოხვედრის შემთხვევაში, სათამაშო დრო მიიღოს“.

ცნობისთვის, ლუკა ლოჩოშვილი მესამედან მეცხრე ტურამდე სასტარტოში რეგულარულად ხვდებოდა, მე-9 ტურში „კომოსთან’’ წითელი ბარათი მიიღო, ეს შეხვედრა 8 ოქტომბერს გაიმართა, მას შემდეგ „კრემონეზემ’’ სერია B-ში 11 მატჩი ჩაატარა, ლუკა კი ამ 11 შეხვედრიდან სასტარტოში მხოლოდ ერთხელ მოხვდა, ორჯერ ცვლილებაზე გამოვიდა.

სერია B-ს გასულ ტურში „სპეცია’’ შინ „კრემონეზესთან’’ 0:1 დამარცხდა. ლუკამ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა, ტრავმირებული რავანელი შეცვალა.

სერია B-ს 22-ე ტურში „კრემონეზე’’ – „ბრეშა’’ 27 იანვარს გაიმართება, მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდით“ | მეცში მიქაუტაძის იჯარაზე ისაუბრეს
„ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდით“ | მეცში მიქაუტაძის იჯარაზე ისაუბრეს