კარიმ ბენზემა, ალ-იტიჰადი
Aa
Aa

ბენზემა ალ-იტიჰადის დატოვებაზე: „ეს ყველაფერი ტყუილია“

„ალ-იტიჰადის“ შემტევი, კარიმ ბენზემა საუდის არაბეთის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. 36 წლის ფეხბურთელი ფრანგულ ლეკიპს ესაუბრა და განაცხადა, რომ მედიამ ეს თემა სპეციალურად ააგორა.

რას ამბობს ბენზემა:

ეს ინფორმაცია აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. მედიამ აღარ იცის რა მოიფიქროს. რაც მეტ ასეთ ინფორმაციას დაწერენ, მათთვის უფრო უკეთესია და ეს ამის გამო ხდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ კარიმ ბენზემას „ალ-იტიჰადის“ დატოვება და ევროპაში დაბრუნება სურს. ფრანგი თავდამსხმელის სახელს რამდენიმე გუნდს უკავშირებენ, მათ შორის - „არსენალს“, „ჩელსის“ და „ლიონს“.

ბენზემა „ალ-იტიჰადში“ 2023 წლის ზაფხულში გადავიდა და კლუბის მაისურით ჩატარებულ 20 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები