ბორდო, ნიცა, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკოს საგოლე პასი ნიცასთან - ბორდო საფრანგეთის თასიდან გამოვარდა

საფრანგეთის თასის 1/16 ფინალში „ბორდომ“ „ნიცას“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ზურიკო დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში არ იმყოფებოდა და მატჩში მხოლოდ 61-ე წუთზე ჩაერთო. დროის სიმცირის მიუხედავად, ქართველი ფეხბურთელი პროდუქტიული იყო.

76-ე წუთზე, მაშინ, როდესაც „ნიცა“ 3:1-ს იგებდა, დავითაშვილმა საგოლე პასი გააკეთა და ვაისბეკს გაატანინა.

დარჩენილ დროში მასპინძლები ბევრს უტევდნენ, მაგრამ წონასწორობის აღდგენა ვერ მოახერხეს და დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად მეოთხე საგოლე გადაცემა შეასრულა. ცნობისთვის, ქართველს 21 მატჩში მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქულა ბაშაქშეჰირთან - არველაძის გუნდმა მატჩი 88-ე წუთზე გადაარჩინა
ქულა ბაშაქშეჰირთან - არველაძის გუნდმა მატჩი 88-ე წუთზე გადაარჩინა