სადიო მანე, ალ ნასრი
Aa
Aa

“ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს“ - მანე ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა

აფრიკის თასზე სენეგალმა კამერუნი 3:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, სადიო მანემაც მიიღო.

მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა „ალ ნასრის“ ვარსკვლავს კითხვები დაუსვეს. ერთ-ერთმა კითხვამ კი მანე გააღიზიანა.

ჟურნალისტმა სენეგალელ შემტევს ჰკითხა: „გრძნობთ, თუ არა, რომ „ალ ნასრში“ გადასვლის შემდეგ, ნაკლებ ყურადღებას იღებთ, ვიდრე „ლივერპულში“ თამაშისას.

მანემ უპასუხა: „ასე ფიქრობ, რადგან ევროპაში არ ვთამაშობ? შენს გამო ვწუხვარ. შენ იმ კატეგორიის ჟურნალისტი ხარ, რომელიც ფიქრობს, რომ, თუ ფეხბურთელი ევროპაში არ თამაშობს, ის ფეხბურთელი არ არის.

საბედნიეროდ შემიძლია ვთქვა, რომ საუდის არაბეთის ლიგა მაღალი დონის არის და მას მთელი მსოფლიოდან უყურებენ. მე მაქსიმუმს ვაკეთებ და ყოველი წუთით ვტკბები. ეს უფრო მნიშვნელოვანია და დანარჩენს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.“

შეგახსენებთ, რომ სადიო მანე „ალ ნასრის“ გასული წლის ზაფხულში შეუერთდა. დღემდე, 31 წლის ფეხბურთელმა არაბული კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 26-ჯერ მოირგო, 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ: 38 წლის ვარ და კვლავ ყველაზე მეტი გავიტანე
რონალდუ: 38 წლის ვარ და კვლავ ყველაზე მეტი გავიტანე