ქულა ბაშაქშეჰირთან - არველაძის გუნდმა მატჩი 88-ე წუთზე გადაარჩინა
თურქეთის სუპერ ლიგის მორიგ ტურში შოთა არველაძის „კარაგუმრუკი“ „ბაშაქშეჰირს“ დაუპირისპირდა და 1 ქულა მოიპოვა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
პირველი ტაიმის მიწურულს, პაოლეტიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და სტუმრები დაწინაურდნენ. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ „ბაშაქშეჰირი“ 3 ქულას აიღებდა, მაგრამ 88-ე წუთზე წონასწორობა აღსდგა.
88-ე წუთზე დურსუნმა გაისროლა და ანგარიში გაათანაბრა. ქართველი სპეციალისტის გუნდმა მნიშვნელოვან 1 ქულა მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ 21 ტურის შემდეგ, „კარაგუმრუკს“ 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე იმყოფება.
შემდეგ ტურში, შოთა არველაძის გუნდი „ანკარაგიუჯუს“ ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 24 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს