ლუკა პარკაძე, ადმირა ვაკერი
Aa
Aa

პარკაძე ბრუნდება - ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს

მიუნხენის „ბაიერნიდან’’ ავსტრიულ „ადმირა ვაკერში’’ განათხოვრებული ლუკა პარკაძე თავს კარგად გრძნობს. CrystalSport-ის ცნობით, ტრავმა ბოლომდე მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. მალე, ქართველ შემტევს ამხანაგურ შეხვედრებში ვიხილავთ, რასაც ოფიციალური მატჩები მოჰყვება. 

გასულ ზაფხულში „ბაიერნმა’’ ლუკა პარკაძე ავსტრიის რანგით მეორე ლიგის კლუბში ერთი სეზონით გაანათხოვრა, თუმცა ლუკამ ტრავმის გამო „ადმირაში’’ ჯერ მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა.

ავსტრიის რანგით მეორე ლიგა თებერვლის მიწურულს განახლდება, 25 თებერვალს „ადმირა’’ „რიდს’’ მიიღებს. რანგით მეორე ლიგის 16 გუნდს შორის „ადმირა'' 21 ქულით მე-11 ადგილზეა.

18 წლის ლუკა პარკაძეს თბილისის „დინამოსა'' და „გაგრაში'' უთამაშია. ლუკას „ბაიერნთან'' 5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, რომელიც ძალაში გასულ ზაფხულში შევიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები