ნაპოლი, პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე
Aa
Aa

იტალიური მედია: პსჟ კვარას მბაპეს მემკვიდრედ მოიაზრებს

Sportitalia-ს ცნობით, პსჟ კილიან მბაპეს მემკვიდრედ ხვიჩა კვარაცხელიას მოიაზრებს. პარიზული კლუბი მზადაა ქართველის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადოს. პარიზული კლუბი „ნაპოლის’’ პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის დარწმუნებას ეცდება. ცხადია, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კილიან მბაპე პსჟ-ს დატოვებს.

ასევე გეტყვით, რომ კვარაცხელიას კონტრაქტი რამდენიმე დღეა იტალიური პრესის მთავარი სასაუბრო თემაა. „კვარას“ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ნეაპოლურმა გამოცემამ, Il Mattino-მ ახალი ინფორმაცია გაავრცელა და ბოლო ცნობები მოგვაწოდა.

Il Mattino-ს მიხედვით, კლუბის ხელმძღვანელები ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლებს საუდის არაბეთის დედაქალაქში, ერ-რიადში ელოდებიან და მათი შეხვედრა უახლოეს დღეებში იგეგმება: „როგორც იქნა, მისი დრო დადგა. ხვიჩას აგენტები საუდის არაბეთში ჩავლენ და მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ“, - წერს ნეაპოლური გამოცემა.

გეტყვით იმასაც, რომ ხვიჩას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი ანაზღაურება 1.2 მილიონი ევროა. იტალიურ პრესაში იწერება, რომ „პარტენოპეი“ მისი ხელფასის გაორმაგებასა და ხელშეკრულების 1 წლით გახანგრძლივებას აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები