დანიელე დე როსი
Aa
Aa

ოფიციალურად | ჟოზე მოურინიო დანიელე დე როსიმ ჩაანაცვლა

„რომას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. „ჯალოროსიმ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ ჟოზე მოურინიოს დანიელე დე როსი ჩაანაცვლებს. მან კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

„მინდა, კლუბის ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადო, რადგან ჩემ მიმართ ნდობა გამოიჩინეს და ეს მნიშვნელოვანი პოსტი ჩამაბარეს. თავდადების, ყოველდღიური მსხვერპლისა და მაქსიმუმის გაკეთების გარდა, სხვა გზა არ ვიცი და ყველაფერს გავიღებ, რათა ღირსეულად გავუმკლავდე გამოწვევებს, რომლებიც სეზონის ბოლომდე გველოდება.

დრო ან არჩევანი არ გვაქვს და კონკურენტუნარინი გუნდი უნდა გავხდეთ. ჩვენი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ჩემი და სამწვრთნელო შტაბის პრიორიტეტი მათი მიღწევაა“, - განაცხადა დე როსიმ.

ცნობისთვის, დე როსი „რომას“ ლეგენდაა. მას დედაქალაქელთა მაისურით 616 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 63 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჰოლანდს უნდა მოეგო და არა მესის“ | ლოთარ მათეუსი The Best-ის დაჯილდოებაზე
„ჰოლანდს უნდა მოეგო და არა მესის“ | ლოთარ მათეუსი The Best-ის დაჯილდოებაზე