რეალი, კილიან მბაპე, პარი სენ ჟერმენი, ლუის ენრიკე
Aa
Aa

“არ მაინტერესებს“ - ლუის ენრიკე მბაპეს ტრანსფერზე

როგორც მოგეხსენებათ, არ წყდება საუბრები კილიან მბაპეს მადრიდის „რეალში“ ტრანსფერზე. დღევანდელ დღემდე, „პარი სენ ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე დუმილს ინარჩუნებდა, თუმცა დღეს ფრანგულ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ენრიკემ?

„იცით რამდენი ხანია მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში ვარ? როგორც ფეხბურთელი რვა წელი „ბარსელონაში“, 5 წელი „რეალში“ ვითამაშე. „ბარსელონას“, „რომას“ და ესპანეთის ნაკრებს ვწვრთნიდი.

მე დავიბადე საფეხბურთო გასახდელში, სადაც ყოველთვის არის ერთ კონკრეტულ ადამიანზე ჭორები, ტყუილი და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს მიჩვეული ვარ და არ მაინტერესებს.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 8 იანვარს Footmercato-მ დაწერა, რომ კილიან მბაპე „რეალს“ შეუთანხმდა. ამის შემდეგ, ფრანგი სუპერვარსკვლავის გარემოცვამ განაცხადა, რომ არანაირი შეთანხმება არ არსებობს.

ცნობისთვის, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონს „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში უმთავრდება, თუმცა მას 1-წლით გახანგრძლივება შეუძლია. ჯერჯერობით მბაპეს გადაწყვეტილება არ მიუღია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები