ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„დიდ კლუბში გადასასვლელად მზადაა“ | საფეხბურთო აგენტი ხვიჩაზე

საფეხბურთო აგენტმა, ფრანკო კამოციმ „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. კამოცის თქმით, „კვარა“ დიდ კლუბში სათამაშოდ მზადაა და 2-3 წლის შემდეგ, „რეალის“ დონის გუნდში ასპარეზობა შეეძლება.

„ვფიქრობ, მიმდინარე სეზონი ხვიჩასთვის გუნდში არსებული დამოკიდებულების გამოა რთული. იქიდან გამომდინარე, რომ იგი რეალის ყურადღების ცენტრში მოექცა, მგონია, რომ დიდ კლუბში გადასასვლელად მზადაა. შესაძლოა, კიდევ ერთი ნაბიჯი ესაჭიროება, რათა საბოლოოდ მზად იყოს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ორი წლის შემდეგ, ასეთ ტიტულოვან გუნდს აუცილებლად შეუერთდება“.

როგორც მოგეხსენებათ, „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონს მაღალ დონეზე ნამდვილად ვერ ატარებს. 20 ტურის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის გუნდს 31 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას სუპერ თასის ეგიდით, „ფიორენტინას“ წინააღმდეგ გამართავს.

კვარაცხელიას რაც შეეხება, მისი გუნდის პრობლემები ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასზე აისახა. Transfermarkt-ზე იგი 85 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, მაგრამ მისი ღირებულება 5 მილიონით დაეცა და 80-მდე ჩამოვიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არასტაბილურია და ამიტომ ვაკრიტიკებ“ | ფრანგი ჟურნალისტი ზურიკოზე
„არასტაბილურია და ამიტომ ვაკრიტიკებ“ | ფრანგი ჟურნალისტი ზურიკოზე