ტულუზა, მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„დაბრუნებით ბედნიერი ვარ, მაგრამ სამუშაო ბევრი მაქვს“ - მიქაუტაძე ტულუზასთან მატჩის შემდეგ

საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ, გიორგი მიქაუტაძემ „მეცში“ პირველი შეხვედრა გამართა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი საკუთარ მოედანზე „ტულუზას“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.

ქართველი ფეხბურთელი პირველივე წუთებიდან „მეცის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. მიქაუტაძეს გოლის გატანის რეალური შანსი 71-ე წუთზე ჰქონდა, თუმცა, მეტოქის მეკარეს ვერ აჯობა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა შემტევმა განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა მიქაუტაძემ:

მარცხით იმედგაცრუებული ვარ, ისევე როგორც მთელი გუნდი. გამარჯვება გვინდოდა, მაგრამ თამაშის სცენარით მინიმუმ ერთი ქულის აღებას ვიმსახურებდით. არის რაღაცები, რაც მომავალ შეხვედრებში უნდა გავაუმჯობესოთ. შეტევაში თამაში უნდა გავაუმჯობესოთ, მოვითმინოთ და აუცილებლად, ყველაფერი გამოგვივა. აქ დაბრუნების შემდეგ კარგი გრძნობა მაქვს, მიხარია აქ ყოფნა, მაგრამ უკეთესი იქნებოდა მომენტები გამომეყენებინა და გუნდს გამარჯვებაში დავხმარებოდი, განსაკუთრებით მატჩის ბოლოს შექმნილ ეპიზოდში. მუშაობა უნდა გავაგრძელო, ეს ჩემთვისაც და გუნდისთვისაც სასარგებლო იქნება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში „მეცის“ შემადგენლობაში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო, ეს ყველაფერი კი ქართველმა ფეხბურთელმა ზაფხულში, „აიაქსში“ გადასვლამდე მოასწრო.

ამ მარცხის შემდეგ, „მეცი“ სატურნირო ცხრილში გასავარდნ ზონაში დაქვეითდა და 16 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს. ლასლო ბოლონის გუნდი მომდევნო შეხვედრას 27 იანვარს, სტუმრად „ნიცასთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძის კარგი თამაში - უოტფორდის გამარჯვება და ქართველის პროგრესი
ჩაკვეტაძის კარგი თამაში - უოტფორდის გამარჯვება და ქართველის პროგრესი