ბორდო, ზურიკო დავითაშვილი, ოსერი
Aa
Aa

ვერც ოსერთან ითამაშებს - დავითაშვილის რეაბილიტაცია გაიწელა

როგორც მოგეხსენებათ, ზურიკო დავითაშვილმა მიმდინარე წლის 6 იანვარს საფრანგეთის თასის მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.

„ბორდოს“ მთავარი მწვრთნელი ადასტურებს, რომ ქართველი ფეხბურთელი ვერც ლიგა 2-ის მორიგ ტურში „ოსერის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

დავითაშვილმა ტრავმა გასული წლის ბოლოს მიიღო და რეაბილიტაცია გაიწელა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ზურიკოს დაბრუნება 20 იანვარს „ნიცას“ წინააღმდეგ იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „ჯვაროსნების“ შემტევი ძველებურ ფორმაში არ არის. 22 წლის ქართველმა ყველა ტურნირზე ერთად 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ცნობისთვის, „ბორდოს“ საფრანგეთის ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 22 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება. „ოსერთან“ დაპირისპირება 15 იანვრით თარიღდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამშობლოდან ზარის მოლოდინში - ქართული ფეხბურთის უცნობი ტყუპები
სამშობლოდან ზარის მოლოდინში - ქართული ფეხბურთის უცნობი ტყუპები