ბარსაც ფინალშია - ესპანეთის სუპერ თასზე ელ კლასიკოს ვიხილავთ
Aa
Aa

ბარსაც ფინალშია - ესპანეთის სუპერ თასზე ელ კლასიკოს ვიხილავთ

ესპანეთის სუპერ თასის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში „ბარსელონამ“ „ოსასუნას“ 2:0 მოუგო.

მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა ჩავის გუნდმა მეტოქეს კლასით აჯობა და ფინალში გავიდა.

ანგარიში მეორე ტაიმის სტარტზე გაიხსნა, როცა 59-ე წუთზე გიუნდოგანის პასით ლევანდოვსკიმ ზუსტად დაარტყა და „ბარსა“ წინ გაიყვანა.

შეხვედრაში 100%-იანი საგოლე მომენტები თითქმის არ ყოფილა. ნახევრადმომენტებს კი მეკარეები მარტივად უმკლავდებოდნენ.

93-ე წუთზე კი ჟოაო ფელიქსის დიდებული თამაშის შემდეგ, მატჩს წერტილი ლამინ იამალმა დაუსვა და სუპერ თასის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ნახევარფინალურ წყვილში „რეალმა“ „ატლეტიკოს“ 5:3 მოუგო და 14 იანვარს, კვირას (23:00) ფინალში „ელ კლასიკო“ გველის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუტი: რეალი და მბაპე კომპრომისამდე მივლენ - პერესმა ეს ზიდანთან, ბექჰემთან და რონალდუსთანაც გააკეთა
გუტი: რეალი და მბაპე კომპრომისამდე მივლენ - პერესმა ეს ზიდანთან, ბექჰემთან და რონალდუსთანაც გააკეთა