გიორგი მამარდაშვილი, კეპა არისაბალაგა
Aa
Aa

ჩელსის სატრანსფერო გეგმები | კეპა და ფული მამარდაშვილის სანაცვლოდ

ლონდონის „ჩელსის“ ყურადღების ცენტრში „ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იმყოფება. „არისტოკრატები“ აპირებენ, „ღამურებს“ წინადადებით მიმართონ და ზაფხულში, „მამარდას“ გადაბირებას შეეცდებიან.

ესპანური გამოცემის, El Gol Digital-ის მიხედვით, „ლურჯები“ გეგმავენ, ტრანსფერში კეპა არისაბალაგა ჩართონ, რომელიც „რეალშია“ განათხოვრებული. „სამეფო კლუბს“ ტრავმირებული ტიბო კურტუა ზაფხულში დაუბრუნდება და ანდრეი ლუნინის კარგი თამაშის გამო, კეპას შენარჩუნება მათთვის პრიორიტეტი არაა.

El Gol Digital-ის ინფორმაციით, „ჩელსი“ „ვალენსიას“ გარკვეულ თანხასა და ესპანელ გოლკიპერს შესთავაზებს. „ღამურები“ ხვდებიან, რომ მამარდაშვილის შენარჩუნება გაუჭირდებათ და საუკეთესო წინადადების მოლოდინში არიან.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, ქართველმა მეკარემ მონაწილეობა 19 შეხვედრაში მიიღო და კარი მშრალად 6-ჯერ შეინახა. Transfermarkt-ზე გიორგი 30 მილიონ ევროდაა შეფასებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ასათიანი: რუსი სპორტსმენების დისკვალიფიკაციის წინააღმდეგი ვარ
ასათიანი: რუსი სპორტსმენების დისკვალიფიკაციის წინააღმდეგი ვარ