კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი
Aa
Aa

ალ ტაავონსაც გაუტანა - კრიშტიანუ 2023 წლის საუკეთესო ბომბარდირია

საუდის არაბეთის პრო ლიგის მორიგ ტურში „ალ ნასრი“ „ალ ტაავონს“ ესტუმრა და 4:1 გაანადგურა.

აღნიშნული დაპირისპირება კრიშტიანუ რონალდუსთვის გამორჩეული იყო, რადგან მან კიდევ ერთი გოლი გაიტანა და 2023 წელს 54 გატანილი გოლი დაუგროვდა.

ამ შედეგით, ვეტერანი პორტუგალიელი 2023 წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მასზე მეტი გოლი წელს არავის გაუტანია.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუს კონკურენტები კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი და ჰარი კეინი იყვნენ, თუმცა რონალდუს ვერცერთმა ვერ აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პეპი: “ლივერპული უკეთესია, ლიდერობა დაიმსახურა“
პეპი: “ლივერპული უკეთესია, ლიდერობა დაიმსახურა“