ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

„თამაშის საშუალებას არ აძლევენ და მთელი მატჩი ურტყამენ“ | მაცარიმ კვარაზე ისაუბრა

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „მონცას“ დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ DAZN-თან საკუთარი გუნდის გამოსვლა შეაფასა და „კვარაზე“ ისაუბრა.

„28 გოლი 2023 წელს, რატომ ასეთი ვარდნა? მოდით, მატჩზე ვისაუბროთ და არა 2023 წელზე. დღეს 6 რეალური მომენტი შევქმენით და გოლი ვერ გავიტანეთ. მოდით, ამაზე ვისაუბროთ! მოდით, ვისაუბროთ კვარას ეპიზოდზე, როცა მოედნიდან გამაძევეს. მეტოქე გუნდის ფეხბურთელები ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას პროვოცირებას გამუდმებით ცდილობენ და მთავარი არბიტრები მათ არც კი აფრთხილებენ. აჩვენეთ კადრები, რომლებზეც ჩანს, რომ ოსიმენსა და კვარას მეტოქეები აწამებენ და ურტყამენ, მაგრამ ყვითელ ბარათებს არ იღებენ. აჩვენეთ თუ როგორ ურტყამდნენ ხვიჩას და მსაჯმა არავინ გააფრთხილა, მე კი ეგრევე გამაძევა.

კვარაცხელიას გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მომენტი ვერ გამოიყენა. ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ ორმაგ დაცვას ხშირად იყენებენ და პოზიცია შევუცვალე, რათა მეტი თავისუფლება და არაპროგნოზირებადობა ჰქონოდა, მაგრამ მას თამაშის საშუალებას უბრალოდ არ აძლევენ. მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში ურტყამენ და მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენ წინააღმდეგ რაგბის თამაშობენ. ჩემი განრისხება და გაძევება სწორედ ამან განაპირობა. იმედი მაქვს, ზოგჯერ მეტოქეებს გააფრთხილებენ, რათა ხვიჩამ თამაში შეძლოს. ვფიქრობ, კვარაცხელია მოედნის ცენტრში და მეტოქის კართან შედარებით ახლოს მყოფი უფრო სასარგებლო იქნება“.

ამრიგად, „პარტენოპეის“ 28 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 2024 წელს გამართავს და 7 იანვარს „ტორინოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას დარტყმები და გაფუჭებული მომენტი | ნაპოლიმ საშინაო კედლებში მონცას ვერ მოუგო
კვარას დარტყმები და გაფუჭებული მომენტი | ნაპოლიმ საშინაო კედლებში მონცას ვერ მოუგო