ხვიჩა კვარაცხელია, ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

„კვარას ადგილას ამას არ გავაკეთებდი“ | ნაპოლის ექს-მცველი ჟოზესა და ხვიჩას ინციდენტზე

„ნაპოლის“ ყოფილმა მცველმა, ჯენარო სკარლატომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟოზე მოურინიოს შორის მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. „რომასთან“ გამართული მატჩისას, „კვარასა“ და „განსაკუთრებულს“ შორის შელაპარაკება მოხდა და სკარლატოს თქმით, ქართველმა შეცდომა დაუშვა.

„როგორ შევაფასებდი ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟოზე მოურინიოს შელაპარაკებას? კვარაცხელიას ადგილას რომ ვყოფილიყავი, ჟოზეს არც კი გავეკარებოდი, რადგან პორტუგალიელი სპეციალისტი საქმეს ასე აკეთებს და მისი მიზანია, მეტოქე გუნდის ფეხბურთელებზე ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს.

მოურინიო შენთან მოდის და გეხუტება, მაგრამ რეალურად, უნდა, დანა დაგარტყას. ასეთი მომენტებისას, ყველაფერი იმ ადამიანების ბრალია, რომლებიც მასთან ახლოს მიდიან. ამ შემთხვევაში, დამნაშავე ხვიჩა კვარაცხელიაა. უნდა შეეკავებინათ თუ არა ვალტერ მაცარისა და ჯოვანი დი ლორენცოს ქართველი ფეხბურთელი? ყველაფერი წამის მეასედში მოხდა და ამას ვერ მოასწრებდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ რომას ყველაზე არაკვალიფიციური სამწვრთნელო შტაბი ჰყავს“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „რომასთან“ 0:2 დამარცხდა და იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილის მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. „პარტენოპეის“ მომდევნო მატჩი „მონცასთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2023 წლის საუკეთესო მეკარეები | რომელ ადგილზეა ტოპ 10-ში მამარდაშვილი
2023 წლის საუკეთესო მეკარეები | რომელ ადგილზეა ტოპ 10-ში მამარდაშვილი