გიორგი მამარდაშვილი, რუბენ ბარახა
Aa
Aa

ნულები და გუნდის საკვანძო ფეხბურთელი | რას წერს Marca მამარდაშვილზე

ავტორიტეტულმა ესპანურმა გაზეთმა, Marca-მ „ვალენსიას“ ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. Marca-მ ყურადღება „მამარდას“ სტატისტიკაზე გაამახვილა, რომელიც გაშვებული გოლის გარეშე დასრულებულ მატჩებს უკავშირდება.

„გიორგი მამარდაშვილი შესამჩნევი ფიგურა ხდება. თან ძალიან. ვალენსიას მეკარე გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელია და მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში მომხდარი მნიშვნელოვანი მომენტების უმრავლესობის მონაწილე გახლდათ. თუ მამარდაშვილი რამით გამოირჩევა ვალენსიაში, რომელსაც მოგებულ მატჩებშიც ბევრი პრობლემა შეექმნა, ესაა ნათამაშები დრო და „ნულები“. რუბენ ბარახას ერთ-ერთი მიზანი კარის მშრალად შენახვა გახლდათ, რათა ქულების მოპოვება უფრო მარტივი გამხდარიყო და ქართველი მეკარე, ამ იდეის რეალობაში მოყვანის საქმეში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა.

ბარახას დანიშვნის შემდეგ, მან კარი მშრალად 10-ჯერ შეინახა და ეს პოზიტიური სტატისტიკაა გუნდისთვის, რომელიც ბოლო წლებში ბევრ გოლს უშვებდა. ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად, მამარდაშვილს ბურთი ჩატარებული მატჩების 30 პროცენტში არ მიუღია. ხოსე ბორდალასის გუნდში ყოფნისას, გიორგიმ გოლი 8 შეხვედრაში არ გაუშვა, ჯენარო გატუზოსთან კი - 3-ში. საერთო ჯამში, მან ვალენსიას მაისურით 74 შეხვედრა ჩაატარა და კარი მშრალად 21-ჯერ შეინახა“, - წერს Marca.

შეგახსენებთ, რომ Transfermarkt-ზე მამარდაშვილის ღირებულება 30 მილიონი ევროა. ესპანეთის ლა ლიგაში მასზე ძვირად მხოლოდ ტიბო კურტუა, იან ობლაკი და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი არიან შეფასებული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სლუცკი კვარაზე: „პირველივე დღიდან ეტყობოდა, რომ ღმერთისგან ბოძებული ნიჭი ჰქონდა“
სლუცკი კვარაზე: „პირველივე დღიდან ეტყობოდა, რომ ღმერთისგან ბოძებული ნიჭი ჰქონდა“