დეონტეი უაილდერი, ჯოზეფ პარკერი
Aa
Aa

დიდი სენსაცია: უაილდერი პარკერთან უშანსოდ დამარცხდა

მძიმე წონაში ჯოზეფ პარკერმა დეონტეი უაილდერი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. მოკრივეებმა 12 რაუნდი გამართეს, პარკერმა მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა (118:110, 118:110, 120:108).

პარკერი გაცილებით აქტიური იყო, დეონტეის კი თავისი საუკეთესო თვისებები არ გამოუვლენია. მისი პასიურობა პარკერმა გამარჯვების შემდეგ მედიასთან საუბარშიც აღნიშნა: „შოკირებული ვიყავი, სრულიად არ მიტევდა’’.


38 წლის უაილდერის განცხადებით, შესაძლოა კარიერა დაასრულოს: „გამარჯვებისთვის საკმარისად მხოლოდ ბოლო რაუნდებში დავიხარჯე, დავაგვიანე და ამ მარცხს გამართლება არ აქვს. ვფიქრობ, მომავალში გარკვეული დრო კიდევ მაქვს დარჩენილი, თუმცა შესაძლოა რინგზე აღარ დავბრუნდე. თუ აღარ დავბრუნდები, კრივში გატარებული წლები შესანიშნავი იყო, კარიერის დიდი ნაწილი წარმატებული იყო, ფინანსები გამოვიმუშავე. განვლილი კარიერიდან გამომდინარე ბედნიერი მოკრივე ვარ''.

ამავე საღამოს ენტონი ჯოშუამ ოტო ვალინს ტექნიკური ნოკაუტით სძლია, შვედის მხარემ მეხუთე რაუნდის შემდეგ ბრძოლაზე უარი თქვა. ენტონიმ 2023 წელს მესამე გამარჯვება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები