შავი ლომი
Aa
Aa

ზედიზედ მესამედ - შავმა ლომმა რაგბი ევროპის სუპერთასი მოიგო

რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში „შავი ლომი“ ისრაელის „თელავივ ჰითს“ დაუპირისპირდა და 27:17 დაამარცხა.

ავჭალის სტადიონზე გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი „შავმა ლომმა“ 24:7 მოიგო. მე-17 წუთზე მოლის შედეგად გიორგი კერვალიშვილმა პირველი ლელო დადო. მე-20 წუთზე მერაბ შარიქაძის პასით სანდრო თოდუამ მეორე ლელო დადო და „შავმა ლომმა“ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა.

მეტოქემ 26-ე წუთზე საპასუხო ლელოს დადება შეძლო, თუმცა 37-ე წუთისთვის ჭკვიანურად გათამაშებული აუტის შემდეგ, ლუკა ივანიშვილმა „ჰითსს“ მესამე ლელო დაუდო. ზუსტი იყო ლუკა მატკავას გარდასახვებიც და ლევან მაისაშვილის გუნდმა ტაიმი 24:7 მოიგო.

მეორე ტაიმში „თელავივ ჰითსმა“ ტემპს მოუმატა და თამაში გამოასწორა. 53-ე წუთზე ლელოს დადებაც მოახერხეს, თუმცა მეტის გაკეთება ვერ შეძლეს.

საბოლოოდ, გუნდებმა ზუსტი ჯარიმები გაცვალეს და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 27:17 დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში „შავმა ლომმა“ ესპანური „იბერიანსი“ 41:0, ხოლო „ჰითმა“ რუმინული „ვულვზი“ 31:6 დაამარცხა.

ამრიგად, „შავმა ლომმა“ სუპერ თასის ფინალი მესამედ მოიგო. აქამდე ქართულმა კლუბმა პირველ ფინალში პორტუგალიური „ლუზიტანუში“ სტუმრად 17:14 დაამარცხა, შარშან დეკემბერში კი „ჰითს“ თბილისში 29:17 მოუგო და თასი ზედიზედ მეორედ აღმართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოურინიო: ნაპოლი კვლავ ტოპ გუნდია, როგორც გასულ სეზონში იყო
მოურინიო: ნაპოლი კვლავ ტოპ გუნდია, როგორც გასულ სეზონში იყო