შავი ლომი, ჩელენჯ ქაფი
Aa
Aa

„ქართველებისთვის უელსელების გამწარება ტრადიციად იქცა“ - Planet Rugby შავ ლომზე

ცნობილი სარაგბო გამოცემა, PlanetRugby-ი „ჩელენჯ თასზე“ „შავი ლომის“ გამარჯვებას ეხმაურება და წერს, რომ ქართველებისთვის უელსელების გამწარება ერთგვარ ტრადიციად იქცა.

რას წერია სტატიაში:

ეს უქმეები გამორჩეული იყო განვითარებადი ქვეყნებისთვის. „შავმა“ ლომმა მათთვის სადებიუტო „ჩელენჯ თასზე“ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

ქართული რაგბისთვის ტრადიციად იქცა სტუმრად უელსელების გამწარება მას შემდეგ, რაც 2022 წელს ჯერ უელსის ნაკრები დაამარცხეს, შაბათ-კვირას კი „შავმა ლომმა“ ამჯერად „ჩელენჯ თასზე“ უელსურ კლუბს სძლია.

ფიზიკურად ძლიერი ნაკრები და სასიკვდილო უკანა ხაზი „სკარლეტებისთვის“ დამღუპველი აღმოჩნდა და დიდი ბრძოლის შემდეგ, ქართულმა ფრენჩაიზმა გამარჯვება იზეიმა. ლუკა მატკავა მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა, მაგრამ აღიარებას მისი თანაგუნდელი, მერვე ნომერი ლუკა ივანიშვილიც იმსახურებს!

ახალგაზრდა ქართველი მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდა. ივანიშვილმა 15 ბოჭვა შეასრულა, ბურთი 8-ჯერ წამოიღო და 2-ჯერ დაკარგული ბურთის წაღებაც შეძლო. მისი ფიზიკური კონდიციები გასაოცარი იყო, რაც „შავ ლომს“ წარუმატებელი სტარტის შემდეგ, განწყობის ამაღლებაში დაეხმარა.

მისი ძალისხმევით, ქართველები როგორც შერკინებაში, ისე უკანა ხაზში თავს კომფორტულად გრძნობდნენ, განსაკუთრებით მეორე ნახევარში.

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს, „შავმა ლომმა“ „ჩელენჯ თასზე“ სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა. ლევან მაისაშვილის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა გათამაშების მეორე ტურში სტუმრად უელსურ „სკარლეტსს“ 23:7 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაზე მეტი პრობლემის შექმნა შეუძლია“ - კატალონიური მედია ხვიჩაზე
„ყველაზე მეტი პრობლემის შექმნა შეუძლია“ - კატალონიური მედია ხვიჩაზე