გიორგი ჩაკვეტაძე, ვლადიმირ ვაისი, სლოვანი
Aa
Aa

„მისი დაბრუნება გვინდა, მაგრამ...“ - სლოვანში ჩაკვეტაძეზე ისაუბრეს

ბრატისლავის „სლოვანი“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნებაზე მუშაობს. ამის შესახებ „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

რა თქვა ვაისმა:

ჩვენ ვართ დაინტერესებული ჩაკვეტაძის დაბრუნებით. ამაზე ვმუშაობთ და ვნახოთ, რა იქნება.

ამ კომენტარის მიუხედავად, სლოვაკეთის მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნება გარკვეულ სირთულეებთან ასოცირდება, რადგან ქართველ ფეხბურთელი კვლავ „გენტის“ საკუთრებაა და ინგლისის ჩემპიონშიფის გუნდ „უოტფორდში“ 1-წლიანი მშრალი იჯარით თამაშობს. ამის გამო, „სლოვანს“ გარკვეული თანხის გადახდა მოუწევს.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, ივან კმოტრიკმაც გააკეთა.

რას ამბობს კმოტრიკი:

ჩაკვეტაძე არის ფეხბურთელი, რომელსაც ამ კლუბში კვალი ჯერ არ დაუტოვებია და ამის სურვილი აქვს. ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ იმის თქმისგან, რომ მისი ჩვენს კლუბში დაბრუნება რეალურია. ჩაკვეტაძის აგენტთან გვქონდა დისკუსია იმის შესახებ, რომ არის თუ არა შესაძლებელი მისი ჩვენთან დაბრუნება. აგენტი წინააღმდეგი არ არის და ინტერესი ფეხბურთელისგანაც მოდის. მაგრამ დღეისთვის, მას „უოტფორდთან“ 1-წლიანი იჯარის კონტრაქტი აქვს გაფორმებული. იმისთვის, რომ მისი დაბრუნება რეალური გახდეს, ერთმანეთთან ჯერ „გენტი“ და „უოტფორდი“ უნდა შეთანხმდნენ, შემდეგ კი „გენტი“ და „სლოვანი“. მაგრამ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ეს ყველაფერი უფრო რეალური ზაფხულში გახდება. მან ჩვენს გუნდში თავი კარგად წარმოაჩინა და იმ ასაკშია, სადაც გაყიდვის პოტენციალი მაღალია. მაგრამ ჩვენ ახლა ისეთ ეტაპზე ვართ, რომ მის დაბრუნებაზე საუბარი ნაადრევია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში „უოტფორდის“ მაისურით 16 შეხვედრა ჩაატარა და თავი მხოლოდ 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ინგლისურ კლუბამდე ჩაკვეტაძე 1 წლის განმავლობაში „სლოვანის“ ღირსებას იცავდა და ბრატისლავური გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 47 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიდებული იყო და თამაშში დაგვტოვა“ - ბარახა მამარდაშვილზე
„დიდებული იყო და თამაშში დაგვტოვა“ - ბარახა მამარდაშვილზე