ხვიჩა კვარაცხელია, დომენიკო ბერარდი
Aa
Aa

კვარა მორიგი რეკორდის თანაავტორია - სერია A-ში ეს მხოლოდ სამმა შეძლო

სერია A-ს მე-16 ტურში გატანილი გოლის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი ისტორიული შედეგი დააფიქსირა და კიდევ ერთი რეკორდის თანამონაწილე გახდა.

ცნობილი საფეხბურთო სტატისტიკური და ანალიტიკური გვერდი Opta წერს, რომ კვარაცხელიამ სერია A-ში ჩატარებულ 49 შეხვედრაში მონაწილეობა 30 გოლში მიიღო, რაც ისტორიაში მე-3 შედეგია.

ხსენებულ სტატისტიკას 2004-2005 წლებიდან ითვლიან. კვარას ანგარიშზე ამჟამად 17 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა. იგულისხმება პირველი 50 მატჩი და კვარა ამ მაჩვენებლით ყველაზე ახალგაზრდა მესამე მოთამაშე გახდა.

ხვიჩამდე ამ მხრივ ისტორიაში დომენიკო ბერარდი და ალეშანდრე პატო შევიდნენ. ბერარდიმ „სასუოლოში“ ჩატარებულ საწყის 42 მატჩში მონაწილეობა 31 გოლში მიიღო. პატომ კი 45 შეხვედრაში 30 გოლში შეიტანა წვლილი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

კვარაცხელია VS კალიარი - ყველა მომენტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონებმა რაღაც განსაკუთრებული შექმნეს - რანიერი კვარასა და ოსიმენზე
ჩემპიონებმა რაღაც განსაკუთრებული შექმნეს - რანიერი კვარასა და ოსიმენზე