ინტერს შეუთანხმდა - ზიელინსკი ნაპოლის უფასოდ დატოვებს
Aa
Aa

ინტერს შეუთანხმდა - ზიელინსკი ნაპოლის უფასოდ დატოვებს

პიოტრ ზიელინსკის „ნაპოლისთან“ არსებული ხელშეკრულება 2024 წლის ივნისში უსრულდება და პოლონელი თავისუფალი აგენტი ხდება. მისი აგენტისა და დე ლაურენტისის მოლაპარაკებები კარგა ხანია გრძელდება, თუმცა როგორც ჩანს, მხარეები შეთანხმებას ვეღარ მიაღწევენ.

იტალიელი ჟურნალისტი ფაბიო სანტინი ამბობს, რომ ზიელინსკიმ „ინტერთან“ შეთანხმებას მიაღწია და „ნერაძურის“ ზაფხულში უფასოდ შეუერთდება.

პოლონელი 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და სეზონურად 3.5 მილიონ ევროს მიიღებს. ასევე გათვალისწინებული იქნება ბონუსებიც.

29 წლის ფეხბურთელმა გასულ წელს საუდის არაბეთში გადასვლაზე უარი განაცხადა და ნეაპოლში დარჩა, თუმცა დე ლაურენტისმა ეს ქმედება მას არ დაუფასა და გაუმჯობესებული კონტრაქტი არ შესთავაზა. ზიელინსკიმ არაბებისგან შეთავაზება ამჯერადაც მიიღო, თუმცა ევროპაში დარჩენა არჩია.

პოლონელი „ინტერში“ სავარაუდოდ მხითარიანს შესცვლის, რომელსაც გუნდის დატოვებას უწინასწარმეტყველებენ.

შეგახსენებთ, რომ ზიელინსკი „ნაპოლის“ ღირსებას 7 წელია იცავს. 350 მატჩში მის ანგარიშზე 50 გოლი და 46 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთი მილის დაშორებითაც ჩანს, რომ ხვიჩა მნიშვნელოვან მატჩსა და გოლს ეძებს“
„ერთი მილის დაშორებითაც ჩანს, რომ ხვიჩა მნიშვნელოვან მატჩსა და გოლს ეძებს“