ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„სიმშვიდის ნაკლებობას განიცდის, თავისი თავის მხოლოდ შორეული ნათესავია“

ნეაპოლური ვებ გვერდი ilmionapoli ხვიჩა კვარაცხელიას ბოლოდროინდელ პრობლემებზე წერს და ხაზს უსვამს მის მენტალურ მდგომარეობას, რომელიც ბოლო დროს იდეალურად არ გამოიყურება.

„ქართველ შემტევს ბოლო დროს ბევრი სირთულე გამოუჩნდა. ის გასული სეზონის ვერსიის მხოლოდ შორეული ნათესავია. მას თავის გასამართლებლად ბევრი მიზეზი აქვს - გუნდის პრობლემები შეტევაში, მარცხენა ფლანგზე დახმარების გარეშე თამაში, იღბლის აშკარა ნაკლებობა, თუმცა როგორც ჩანს, ნეაპოლელი ქომაგებისთვის ეს საკმარისი არ არის.

პირდაპირ რომ ვთქვათ, ამჟამად სიტუაცია კატასტროფულად მოჩანს, თუ ციფრებით ვიმსჯელებთ. კვარამ თითქოს თავისი ნიჭი დაკარგა, როგორც Space Jam-ში ხდება. მისი პრობლემები პირველ რიგში წმინდა მენტალური ხასიათის არის. ხვიჩა თავს მშვიდად არ გრძნობს და აღელვებული თამაშობს. ის ძალიან ხშირად მიდის დრიბლინგზე და სხვადასხვა პოზიციებიდან დარტყმას ცდილობს. შემდეგ ეს ყველაფერი დამაგვირგვინებელ ფაზაში არადამაჯერებელ თამაშში ვლინდება. საბოლოოდ კი გუნდი ქულების დაკარგვამდე მივიდა.

კვარა პრაქტიკულად ყოველ მატჩში სენსაციურ შესაძლებლობას ქმნის. ის ფაქტი, რომ ეს ჯერ კიდევ ხდება, იმის დასტურია, რომ თამაშის ცოდნა და მისი შექმნა ჯერ კიდევ მისი მარჯვენა ფეხიდან მოდის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ უბრალოდ უნდა დავიცადოთ.

ბიჭი ახალგაზრდაა და საკუთარი წონასწორობა უნდა იპოვოს. როდესაც ის ამას გააკეთებს, მისი ნიჭი გაბრწყინებას საბოლოოდ შეძლებს და ცუდი დღეები უკან დარჩება. ამ დროს, ნაპოლი თავისი თამაშით ტკბობას სრულფასოვნად შეძლებს“.

- წერს იტალიური გამოცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას მხარდაჭერა სჭირდება - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე
კვარას მხარდაჭერა სჭირდება - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე