ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

კრემონეზეს მთავარი მწვრთნელი: „ლოჩოშვილი მომდევნო მატჩში ითამაშებს“

„კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯოვანი სტროპამ პრესკონფერენცია გამართა და მომდევნო მეტოქესთან, „ფერალპისალოსთან“ გასამართ მატჩზე ისაუბრა. სტროპამ ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ ლუკა ლოჩოშვილი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება.

„გამოვუცხადებ თუ არა ლოჩოშვილსა და ტუიას ნდობას? რა თქმა უნდა! ლოჩოშვილი და ტუია მატჩში მონაწილეობას მიიღებენ. დავამატებ, რომ ურთულესი შეხვედრა გველოდება და მეტოქე სათანადოდ უნდა დავაფასოთ. ამ მატჩში ბევრი ორთაბრძოლა იქნება და სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად ხასიათი უნდა გამოვავლინოთ“.

ცნობისთვის, ლოჩოშვილს სერია B-ს ბოლო შვიდ ტურში არ უთამაშია, ერთი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, ექვს თამაშში კი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ლუკამ წითელი ბარათი მე-9 ტურში „კომოსთან“ მიიღო, მას შემდეგ „კრემონეზემ“ ზედიზედ 7 მატჩი ამ სამი ცენტრალური მცველით ჩაატარა: რავანელი, ბიანკეტი (კაპიტანი) და ანტოვი.

სერია B-ში 16 ტურის შემდეგ „კრემონეზე“ 29 ქულით მე-5 ადგილზეა, მეორეადგილოსან „ვენეციას“ მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. მისი მომდევნო მეტოქე კი ბოლო პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთი მილის დაშორებითაც ჩანს, რომ ხვიჩა მნიშვნელოვან მატჩსა და გოლს ეძებს“
„ერთი მილის დაშორებითაც ჩანს, რომ ხვიჩა მნიშვნელოვან მატჩსა და გოლს ეძებს“