ვლადიმირ ვაისი, ვლადიმირ ვაისი, გურამ კაშია
Aa
Aa

„ბედნიერებაა გუნდში მისი მსგავსი ფეხბურთელის ყოლა“ - ვაისმა კაშიაზე ისაუბრა

უეფას კონფერენს ლიგაზე, „ლუბლიანასთან“ გასამართი მატჩის წინ ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა თავისი გუნდის ვეტერანებზე, გურამ კაშიასა და იაურაი კუცკაზე ისაუბრა.

რამდენიმე დღის წინ, CIES Football Observatory-მ მოქმედი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა ბოლო ერთ წელში ჩატარებული მატჩების რაოდენებობიდან გამომდინარე. ამ სიაში მხოლოდ ის მოთამაშეები შედიან, რომლებიც 36 წლის უკვე გახდნენ. აღსანიშნავია რომ საუკეთესო ათეულში ლიონელ მესისთან, კარიმ ბენზემასთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშიაც არის მოხვედრილი, მის გვერდით კი მისივე თანაგუნდელი, „სლოვანის“ კაპიტანი იურაი კუცკაა.

ვლადიმირ ვაისმა სწორედ ამასთან დაკავშირებით ისაუბრა:

„როდესაც ასეთ ფიგურებს უყურებ, გადათანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, რომულუსი და ერმუსი გახსენდება. ისინი საოცარი გამოცდილების, უზარმაზარი ხარისხისა და ძალის მქონეები არიან, ასევე გონებრივადაც. თუნდაც ბევრი არ ისაუბრონ, გუნდს მათ გარეშე არ შეუძლია, მეც ვერ წარმომიდგენია გუნდი მათ გარეშე. მათთვის, ისევე როგორც ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მსოფლიოს ასეთი ვარსკვლავების გვერდით არიან.

Football Observatory-ის ათეულში პირველ ადგილზე კრიშტიანუ რონალდუა, მან 4267 წუთი ითამაშა, მეორე პოზიციაზე 4228 წუთით იან ვერტონგენია. მათ მოჰყვებიან იურაი კუცკა (4164 წუთი), კარიმ ბენზემა (3957 წუთი), ლიონელ მესი (3930 წუთი), გურამ კაშია (3850 წუთი), ერან ზაჰავი (3804 წუთი), ლუკა მოდრიჩი (3801 წუთი), ოლივიე ჟირუ (3751 წუთი) და ანდრე-პიერ ჟინიაკი (3737 წუთი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები