ერიკ ტენ ჰაგი, ხულენ ლოპეტეგი
Aa
Aa

იუნაიტედში ტენ ჰაგი შესაძლოა ლოპეტეგიმ შეცვალოს

ერიკ ტენ ჰაგის პოზიციები ნელ-ნელა ირყევა და ნიდერლანდელი სპეციალისტი შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ მალე დაითხოვონ.

გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში უკვე ჩარჩა, თან მე-4 პოზიცია დაიკავა. „მანკუნიანელებს“ საქმე კარგად არც პრემიერლიგაში მისდით. გუნდი ამჟამად მე-6 ადგილზეა და ოთხეულს ექვსი ქულით ჩამორჩება.

Relevo-ს ცნობით, არაა გამორიცხული ტენ ჰაგი ესპანელმა ხულენ ლოპეტეგმა შეცვალოს, რომელმაც „ვულვერჰემპტონი" 2023 წლის აგვისტოში კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო დატოვა.

„იუნაიტედში“ ლოპეტეგის სასურველ კანდიდატურად მიიჩნევენ, რადგან ესპანელი გამოცდილი კადრია და გარდა ამისა ინგლისში მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

ამჟამად ლოპეტეგი უმუშევარია და „იუნაიტედისგან“ შეთავაზებას ელის. თუ, ტენ ჰაგი დაითხოვეს, სავარაუდოდ ეს იანვარში მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჟირონასთან მარცხის შემდეგ რა დროს დასვენებაა?“ - ჩავის და ლაპორტას უთანხმოება
„ჟირონასთან მარცხის შემდეგ რა დროს დასვენებაა?“ - ჩავის და ლაპორტას უთანხმოება