ჩავი ერნანდესი, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

„ჟირონასთან მარცხის შემდეგ რა დროს დასვენებაა?“ - ჩავის და ლაპორტას უთანხმოება

„ბარსელონაში“ ამჟამად არც ისე კარგი ვითარებაა. გუნდი არასტაბილურად თამაშობს და რასაც თამაშობს, ისიც მათი ფილოსოფიისგან ძალიან შორსაა.

ლა ლიგის ბოლო ტურში შინ „ჟირონასთან“ უსუსური ასპარეზობისა და მარცხის შემდეგ, ჩავიმ გადაწყვიტა, რომ ლევანდოვსკის, გიუნდოგანსა და არაუხოს დამატებითი დასვენების დღები სჭირდებოდათ. მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „ანტვერპენთან“ მათი განაცხადს მიღმა დატოვება გადაწყვიტა, რასაც კლუბის პრეზიდენტი არ დაეთანხმა.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ჟოან ლაპოტამ ჩავის მათი განაცხადში დაბრუნება უბრძანა.

RAC1-ის ცნობით, ეს გამოწვეულია იმით, რომ პრეზიდენტს „ჟირონასთან“ მარცხის შემდეგ, მათი დასვენება არ სურდა. მისთვის გაუგებარია, თუ როგორ უნდა დაისვენონ მოთამაშეებმა ზედმეტად, როცა ასეთ მატჩს აგებენ. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ტურის შეხვედრაში გამარჯვებისთვის კლუბის საპრიზო ფონდში 2.8 მილიონი ევრო შევა.

ჩავის 3 ყველაზე მეტად დატვირთული მოთამაშის დასვენება სურდა, თუმცა როგორც ჩანს, პრეზიდენტი გუნდის თამაშით უკმაყოფილოა და მწვრთნელს მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების უფლებას არ აძლევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოტეხე კვარას ფეხები“ - ნაპოლის ფანის სამარცხვინო შეძახილი სტადიონზე
„მოტეხე კვარას ფეხები“ - ნაპოლის ფანის სამარცხვინო შეძახილი სტადიონზე