ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე | როგორია მისი სტატისტიკა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი საკუთარ კედლებში, „ბრაგასთან“ გამართული მატჩით დაასრულა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა 2:0 იმარჯვა, 10 ქულა დააგროვა, მეორე ადგილი დაიკავა და პლეიოფის საგზური დაისაკუთრა.

„კვარამ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საერთო ჯამში, მოედანზე 515 წუთი გაატარა. „ნაპოლის“ მარცხენა გარემარბის ანგარიშზე ერთადერთი საგოლე გადაცემაა, მაგრამ როგორც ჯოვანი დი ლორენცომ განაცხადა, ხვიჩა გუნდისთვის მნიშვნელოვან რაღაცებს აკეთებს და ამას Opta-ს სტატისტიკაც ადასტურებს.

ავტორიტეტული სააგენტოს მიხედვით, ქართველმა ფეხბურთელმა, ჩემპიონთა ლიგაზე, თამაშიდან (არ იგულისხმება სტანდარტული მდგომარეობები) გოლის გატანის 14 შანსი შექმნა. ხვიჩა ლიდერთა შორისაა და მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ იოჰან ბაკაიოკოსა და ჯუდ ბელინგემს აქვთ - 15-15, აშრაფ ჰაკიმის ანგარიშზე კი, რომელსაც მე-6 ტურის შეხვედრა სათამაშო აქვს, ასევე 14 შანსია.

კვარაცხელიამ 6 მატჩში 223 გადაცემა შეასრულა და მისი პასების სიზუსტე 84 პროცენტი გახლდათ. „კვარამ“ ბურთი 17-ჯერ დაიბრუნა, დრიბლინგზე კი 52-ჯერ წავიდა, რაც ჯგუფურ ეტაპზე უმაღლესი მაჩვენებელი იყო. 52 მცდელობიდან წარმატებული 24 იყო, რაც თამაშში საშუალოდ 4 წარმატებული დრიბლინგია.

ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქეთა კარისკენ 14-ჯერ დაარტყა და 16 საკვანძო გადაცემა შეასრულა. ხვიჩას xG (მოსალოდნელი გოლები) 0.83 გახლდათ, xA (მოსალოდნელი ასისტები) – 1.76. მის მიერ ბურთით მინიმუმ 5-მეტრიან წინსვლას დარტყმა 7-ჯერ მოჰყვა (ამ მხრივ ტოპ 10-შია), ხელსაყრელი მომენტი - 7-ჯერ (ამ მხრივ მხოლოდ ბელინგემსა და როდრიგოს ჩამორჩება).

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა ორშაბათს გაიმართება და თბილისის დროით, 15:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დი ლორენცო: „კვარას გაკრიტიკების უფლება არავის აქვს“
დი ლორენცო: „კვარას გაკრიტიკების უფლება არავის აქვს“