ბაიერნი, მანჩესტერ იუნაიტედი, კოპენჰაგენი, გალათასარაი
Aa
Aa

მანჩესტერი ჯგუფში ჩარჩა - მერვედფინალში ხოჭოლავას კოპენჰაგენი ითამაშებს

 ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბაიერნს“ უმასპინძლა, 0:1 წააგო და ჯგუფში ჩარჩა.

აღსანიშნავია, რომ უპირატესობა „რეკორდმაისტერს“ ჰქონდა და „წითელი ეშმაკები“ მწვავედ ვერ უტევდნენ. ისიც საგულისხმოა, რომ ინგლისური გუნდი თავის თავზე არ იყო დამოკიდებული.

მერვედფინალში გასასვლელად მათ მხოლოდ „ბაიერნის“ დამარცხება არ სჭირდებოდათ. გამარჯვების შემთხვევაში, „კოპენჰაგენს“ და „გალათასარაის“ ფრე უნდა ეთამაშათ და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გავიდოდა, ტენ ჰაგის გუნდი შემდეგ ეტაპზე.

საბოლოოდ ისე მოხდა, რომ „მანჩესტერმა“ წააგო და „კოპენჰაგენმა“ 1:0 მოიგო. მერვედფინალში „რეკორდმაისტერთან“ ერთად დავით ხოჭოლავას გუნდი ითამაშებს.

ცნობისთვის,  "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გახდა პირველი ინგლისური გუნდი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე 15+ გოლი გაუშვა.

ასევე გეტყვით, რომ "წითელმა ეშმაკებმა" ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს და ვერც ევროპის ლიგის საგზური მოიპოვეს. რანგით მეორე ევროპულ ტურნირზე "გალათასარაი" ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“დაუვიწყარი და უნიკალური გზა გავიარე“ - კიელინი ფეხბურთს ემოციურად დაემშვიდობა
“დაუვიწყარი და უნიკალური გზა გავიარე“ - კიელინი ფეხბურთს ემოციურად დაემშვიდობა