დონეცკის შახტარი, პორტუ
Aa
Aa

პორტუ VS შახტარი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში დონეცკის „შახტარი“ „პორტუს“ ესტუმრება. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

ჯგუფიდან გასვლის შანსი

ამ ჯგუფიდან გასვლა ჯერჯერობით „ბარსელონამ“ გაინაღდა. კატალონიელებს 12 ქულა აქვთ და ყველაფერი გადაწყვეტილია.

რაც შეეხება „შახტარს“ და „პორტუს“ 9-9 ქულა აქვთ, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდების გამო მეორე ადგილზეა პორტუგალიური გუნდია. ნებისმიერი ანგარიშით ფრე კონსეისაუს გუნდს აწყობს, ხოლო, თუ დონეცკელებს შემდეგ ეტაპზე გასვლა სურთ, „პორტუს“ დამარცხება მოუწევთ. შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება „პორტუმ“ 3:1 მოიგო.

შიდა ჩემპიონატი

მიმდინარე სეზონში, პუშიჩის გუნდს უკრაინის პრემიერ ლიგაში შედარებით უჭირს. ამ მომენტისთვის, „შახტარი“ 31 ქულით მეოთხე ადგილზეა და ლიდერ კრივბასს 3 ქულით ჩამორჩება. გასულ ტურში, დონეცკელებმა „ვერეს-რივნე“ 2:0 დაამარცხეს და „პორტუსთან“ მატჩს კარგ ხასიათზე ხვდებიან.

რაც შეეხება „პორტუს“, კონსეისაუს გუნდი მიმდინარე სეზონში ჩემპიონობისთვის „სპორტინგს“, „ბენფიკას“ და „ბრაგას“ ებრძვის. ამ მომენტისთვის, „დრაკონები“ 31 ქულით მეორე ადგილზე არიან. ლიდერ „სპორტინგსაც“ ამავე რაოდენობის ქულები აქვს, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ჩემპიონატს ლისაბონელები ლიდერობენ.

დანაკლისი:

პუშიჩის განკარგულებაში კონოპლია და ტრაორე არ იქნებიან. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩიგრინსკის თამაშიც.

კონსეისაუს დანაკლისი შედარებით უფრო რთულია. „შახტარის“ წინააღმდეგ გაბრიელ ვერონი, ჟოაუ მარიუ, მარკანო და ვენდელი ვერ ითამაშებენ. ოთხივე ფეხბურთელს ტრავმა აღენიშნება.

ქართველები ლიგაზე

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში „შახტარში“ ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობენ, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაზე თავისი კვალი დატოვეს.

დონეცკელები „ბარსელონას“ უკვე ორჯერ შეხვდნენ. პირველ მატჩში ირაკლი აზაროვმა შეასრულა საგოლე პასი, ხოლო განმეორებით შეხვედრაში გოჩოლეიშვილმა და ამ გოლით პუშიჩის გუნდმა მინიმალური სხვაობით 1:0 მოიგო.

აზაროვის საგოლე პასი

გოჩოლეიშვილის საგოლე პასი

რა თქვა კონსეისაუმ მატჩის წინ?

„პუშიჩის დანიშვნის შემდეგ, „შახტარმა“ გარკვეული თანმიმდევრობა შეიძინა და ბევრად გაუმჯობესდა, თუმცა ფეხბურთელები არ შეცვლილან. ბევრი მათგანი ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. მინდა, რომ ჩემმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა გააგრძელოს. მერვედფინალში გასვლა უნდა დავიმსახუროთ.

სასარგებლოა იმის ცოდნა, რომ გაგვიყვანს? არა! ფრე არავისთვის არის მისაღები. გულშემატკივრები ამას არ შეეგუებიან და გამონაკლისი არც მე ვარ. მოსაგებად უნდა ვითამაშოთ. რა თქმა უნდა, ფრეს არ გამოვრიცხავ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მინდორზე გამარჯვებისთვის გავალთ."

რა თქვა პუშიჩმა მატჩის წინ?

„ორივე გუნდი შეიცვალა, მაგრამ ბოლო ორ თვეში ჩვენ უფრო შევიცვალეთ. „პორტუ“ კი ყოველდღიურად იზრდება. სტუმრად „ბარსელონას“ წინააღმდეგ კარგად ითამაშეს. ჩვენი მატჩი კი ფინალის ტოლფასია. მთავარი ამოცანა შევასრულეთ და ევროპაში ვრჩებით, მაგრამ ამბიციურები ვართ და უფრო მეტი გვსურს.

„პორტუ“ კარგად ორგანიზებული და რთულად დასამარცხებელი გუნდია. ადვილი არცერთისთვის არ იქნება. ვფიქრობ, ამ სეზონში ორივე გუნდისთვის ყველაზე რთული მატჩი იქნება. სამწუხაროდ, 100%-ით ყველა მზად არ არის. შეგვიძლია განსხვავება შევქმნათ. ჯერჯერობით შემადგენლობა არ ჩამომიყალიბებია.“

 

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 13 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ: “ვნანობ, რომ ალ ნასრიში აქამდე არ გადმოვედი“
რონალდუ: “ვნანობ, რომ ალ ნასრიში აქამდე არ გადმოვედი“