ჯუდ ბელინგემი, ლეონარდო ბონუჩი, უნიონ ბერლინი
Aa
Aa

ბონუჩი ბელინგემზე: „ის უცხოპლანეტელია, ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატი“

„უნიონ ბერლინის“ მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ მადრიდის „რეალთან“ მატჩის წინ „სამეფო კლუბის“ ინგლისელ ნახევარმცველზე, ჯუდ ბელინგემზე ისაუბრა.

რა თქვა ბონუჩიმ:

ის უცხოპლანეტელია. გაკვირვებული ვარ არა მისი თვისებების გამო, რითაც იცნობდნენ, არამედ იმის გამო, თუ როგორ მალე მოერგო 20 წლის ბიჭი ისეთ გუნდს, როგორიც მადრიდის „რეალია“. როგორც წესი, ამას გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ მას, ისევე როგორც რამდენიმე დიდ ფეხბურთელს ეს არ დასჭირვებია. ამიტომაც არის უცხოპლანეტელი.

მისი სიმწიფე 20 წლის ასაკში შთამბეჭდავია. ის აშკარად მომავალი წლების ოქროს ბურთის კანდიდატია. უკვე გამოჩნდნენ ფეხბურთელები, რომლებიც დედამიწაზე არ დაბადებული ორი ფეხბურთელის ადგილებისთვის იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ „უნიონ ბერლინისა“ და მადრიდის „რეალის“ დაპირისპირება დღეს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინდოდა, მისთვის შემეფურთხებინა“ | ანკარაგიუჯუს პრეზიდენტის განცხადება
„მინდოდა, მისთვის შემეფურთხებინა“ | ანკარაგიუჯუს პრეზიდენტის განცხადება