გუნდთან ერთად არ ივარჯიშა - ხვიჩა ბრაგასთან არ იქნება?
Aa Aa
10 დეკემბერი 2023  |  17:45

გუნდთან ერთად არ ივარჯიშა - ხვიჩა ბრაგასთან არ იქნება?

„ნაპოლის“ ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა.

იტალიური Calciomercato-ს ინფორმაციით, ამის მიზეზი გრიპის ვირუსი გახდა, რის გამოც კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართველ ფეხბურთელს ინდივიდუალურად, სპორტდარბაზში მსუბუქად უნდა ევარჯიშა.

ხვიჩას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა, იწერება, რომ თუ ქართველი ფეხბურთელი ვარჯიშის ჩატარებას ორშაბათსაც ვერ შეძლებს, დიდი შანსია სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი გამოტოვოს, რომელიც „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ბრაგასთან“ უნდა გამართოს.

ცნობისთვის, „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც და მინიმალური სხვაობით წაგებაც ჰყოფნის. შეხვედრა საქართველოს დროით 12 დეკემბერს, 23:55 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლოს სერია A-ს მე-15 ტურში, „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ითამაშა, სადაც მისი გუნდი მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ასევე დაგაინტერესებთ
„ლავეცის მსგავსი პრობლემა აქვს... მაცარი კვარას სწორედ ამას სთხოვს“
„ლავეცის მსგავსი პრობლემა აქვს... მაცარი კვარას სწორედ ამას სთხოვს“