ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ბუდუმ ძირითადში დაიწყო და 76 წუთი ითამაშა | გოლი თამაშგარის გამო გაუუქმეს

გერმანიის რანგით მეორე დივიზიონის, ბუნდესლიგა 2-ის მე-16 ტურში, ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ სტუმრად „ჰანოვერს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი 2-ბურთიან უპირატესობას ფლობდა, მაგრამ 3 ქულა ხელიდან გაუშვა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

ზივზივაძემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 76 წუთი გაატარა. ბუდუმ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და პირველი გოლი, რომელიც „ჰანოვერის“ ფეხბურთელმა, მარსელ ჰალშტენბერგმა გაიტანა, მის აქტიურობას მოჰყვა.

გერმანული კლუბის ქართველმა თავდამსხმელმა მეტოქის კარი თავადაც აიღო, მაგრამ მისი გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. „კარლსრუეს“ მხრიდან, მეორე ბურთის ავტორი ლარს შტინდლია, მასპინძელთა რიგებში კი ანდრეას ფოგლსამერი და სეი მუროია გამოირჩნენ.

ცნობისთვის, „კარლსრუეს“ 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციას იკავებს. ბუდუს გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 დეკემბერს გამართავს და საკუთარ კედლებში „ელვესბერგს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„აქვს თუ არა ხვიჩას ჩავარდნა?“ | რა თქვა იური სიომინმა
„აქვს თუ არა ხვიჩას ჩავარდნა?“ | რა თქვა იური სიომინმა