ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„როცა სივრცე არ აქვს, პროგნოზირებადი ხდება“ | რას წერს La Repubblica ხვიჩაზე

ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ, La Repubblica-მ სერია A-ს მე-14 ტურის ცენტრალური მატჩების ანალიზი შემოგვთავაზა. La Repubblica-მ განსაკუთრებული ყურადღება „ინტერისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირებას დაუთმო, რომელიც „ნერაძურიმ“ 3:0 მოიგო და ხვიჩა კვარაცხელიაზე საინტერესო განცხადება გააკეთა.

„ნაპოლიმ 3 ქულის მოპოვება და საჩემპიონო რბოლაში დაბრუნება სცადა. პარტენოპეის არაფერი გამოუვიდა, რადგან ინტერმა იცის, დაცვაში ბრწყინვალედ როგორ ითამაშოს და როცა სივრცეები უჩნდება, მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ხდება. მარადონაზე გამართულმა მატჩმა ნერაძურის ძლიერი მხარე იდეალურად წარმოაჩინა. ნაპოლი ვალდებული იყო, მოსაგებად ეთამაშა, რათა ტიტულის დაცვის შანსი შეენარჩუნებინა, წაგება კი საჩემპიონო ბრძოლიდან გამოთიშვის ტოლფასია. აშკარაა, რომ კიმ მინ-ჯე ბევრად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ყოფილა, ვიდრე გვეგონა და გასულ სეზონში, ნაპოლი ვიქტორ ოსიმენის არყოფნასაც უკეთ გაუმკლავდა.

სივრცეებზე თუ ვსაუბრობთ, უნდა ვახსენოთ ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც პროგნოზირებადი ფეხბურთელი ხდება, როცა სივრცეები არ აქვს. მეტოქე გუნდის მწვრთნელები მის გასანეიტრალებლად კონკრეტულ ზომებს იღებენ და ჯერჯერობით, კვარა აჩვენებს, რომ ისეთი საფეხბურთო ინტელექტი არ აქვს, რომ მათ თავი აარიდოს. ხვიჩა უნდა გაიზარდოს, თორემ აბსოლუტურად ბრწყინვალე ფეხბურთელი ვერ გახდება“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი შემტევი ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ხვიჩა მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და გოლის გატანის შანსიც ჰქონდა. მეორე ტაიმში, როდესაც ანგარიში 0:1 იყო, ქართველი ფეხბურთელი იან ზომერთან პირისპირ დარჩა, თუმცა, მისი დარტყმული შვეიცარიელმა მეკარემ კუთხურზე მოიგერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აპლოდისმენტები! გამორჩეული, როგორც ფეხბურთელი და როგორც კაცი“ - ინტერში ხვიჩათი აღფრთოვანებულები არიან
„აპლოდისმენტები! გამორჩეული, როგორც ფეხბურთელი და როგორც კაცი“ - ინტერში ხვიჩათი აღფრთოვანებულები არიან