მაურო მელუზო, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

„ასეთ დამცირებას არ ვიმსახურებთ“ - ნაპოლიში მსაჯობით აღშფოთებულები არიან

იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში, „ინტერთან“ 0:3 მარცხის შემდეგ, „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი, ვალტერ მაცარი ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა. მის მაგივრად, მედიის მიკროფონებთან კლუბის სპორტული დირექტორი, მაურო მელუზო წარსდგა, რომელმაც მაცარის გადაწყვეტილება ახსნა.

რა თქვა მელუზომ:

მაცარიმ ამჯობინა, რომ მიკროფონებთან არ გამოსულიყო, რადგან მდგომარეობის დამძიმება არ გვსურს. ძალიან დამწუხრებულები ვართ, ასე არ შეიძლება. ეს არის დამცირება, რომელსაც არც ჩვენ და არც ჩვენი გულშემატკივრები არ ვიმსახურებთ. ვფიქრობთ, რომ როგორც მსაჯთა ბრიგადას, ისე VAR-ს ცუდი დღე ჰქონდათ. ეს შეიძლება ნებისმიერს დაემართოს, მაგრამ ამჯერად მსხვერპლი ჩვენ ვართ. პირველმა გოლმა საკმაოდ მძიმე დარტყმა მოგვაყენა და VAR-მა საკმაოდ ცუდად იმუშავა. ლობოტკას ეპიზოდის დროს ჯარიმა იყო, ამას კი გოლი მოჰყვა. ვფიქრობთ, ეს ეპიზოდი აუცილებლად იმსახურებდა VAR-ზე გადამოწმებას. შემდეგ იყო პენალტი ოსიმენზე, რომელიც ასევე არ გადამოწმდა. წარსულში ფეხბურთელი ვიყავი და კარგად ვიცი, როდესაც აქილევსის ქუსლში გეხებიან, წონასწორობას ვერ ინარჩუნებ და იქცევი. ეს უხეშობა იყო და შესაბამისი სანქციაც უნდა მოჰყოლოდა.

არ გვინდა ვიფიქროთ, რომ ეს შეთქმულების თეორიაა, თუმცა უცილებლად უნდა ითქვას, რომ პირველმა გოლმა ჩვენს თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა. გუნდმა ბევრი გასცა, ბევრი შესაძლებლობა ჰქონდა და საბოლოოდ დიდებულ გუნდთან დამარცხდა. არ მინდა საუბარი უაზრობაში გადამივიდეს, მაგრამ ამას არ ვიმსახურებდით. ბალანსი და ერთგვაროვნება გვჭირდება. ოსიმენის მსგავს ეპიზოდში ბევრი დანიშნული პენალტი მინახავს. დღეს თავს ძალიან დაჩაგრულებად ვგრძნობთ.

ამ გამარჯვებით, „ინტერმა“ სატურნირო ცხრილში 35 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიბრუნა, „ნაპოლი“ კი 24 ქულით მე-5 პოზიციაზე დაქვეითდა. ვალტერ მაცარის გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 დეკემბერს, სტუმრად „იუვენტუსთან“ გამართავს, „ინტერი“ კი 9 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „უდინეზეს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ინდივიდუალურად ძალიან ძლიერია, მაგრამ...“ - ჩალჰანოღლუმ კვარაზე და ნაპოლიზე ისაუბრა
„ინდივიდუალურად ძალიან ძლიერია, მაგრამ...“ - ჩალჰანოღლუმ კვარაზე და ნაპოლიზე ისაუბრა