ერთა ლიგა, საქართველოს ნაკრები, თემურ ქეცბაია
Aa
Aa

უეფამ რუსეთი ერთა ლიგიდან მოკვეთა - კარგი ამბავი ქეცბაიას კვიპროსისთვის

უეფამ რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს საერთაშორისო ტურნირებზე დისკვალიფიკაცია გაუხანგრძლივა. ცნობილი გახდა, რომ 2024-25 წლების ერთა ლიგის 54 მონაწილეს შორის რუსეთი არ იმყოფება, რომელსაც რეიტინგის მიხედვით C ლიგაში უნდა ეთამაშა.

ამ გადაწყვეტილებამ D და C ლიგებისთვის რაღაცები შეცვალა. ეს კარგი სიახლეა თემურ ქეცბაიას კვიპროსისთვის.

C ლიგაში ჯგუფებში ბოლოადგილოსნები კვიპროსი, ლიეტუვა, ბელარუსი და გიბრალტარი იყვნენ. წესების თანახმად, D ლიგაში ხსენებული ნაკრებებიდან 2 უნდა გავარდნილიყო. საამისოდ კი ისინი ერთმანეთში ფლეი-აუტის მატჩებს გამართავდნენ.

რუსეთის მოკვეთის შემდეგ, D ლიგაში მხოლოდ 1 ნაკრები უნდა გავარდეს. გასულ გათამაშებაში C ლიგის აუტსაიდერებს შორის ყველაზე მეტი 5 ქულა კვიპროსმა დააგროვა, ბელარუსმა კი 3, შესაბამისად მათ C ლიგაში ადგილები შეინარჩუნეს. ფლეი-აუტის მატჩებს ერთმანეთში ლიეტუვა და გიბრალტარი გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ 2024-25 წლების ერთა ლიგის გათამაშებაში საქართველო უკვე B ლიგაში ითამაშებს. შესაბამისად მეტოქეებიც რთული ეყოლება. მონაწილეთა სია ასე გამოიყურება:

A ლიგა: ესპანეთი, ხორვატია, იტალია, ნიდერლანდები, დანია, პორტუგალია, უნგრეთი, ბელგია, შვეიცარია, გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი, ისრაელი, ბოსნია, სერბეთი, შოტლანდია.

B ლიგა: ინგლისი, ჩეხეთი, ავსტრია, უელსი, ფინეთი, უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია, სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო, საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი.

C ლიგა: შვედეთი, რუმინეთი, სომხეთი, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი, კოსოვო, ბულგარეთი, მაკედონია, სლოვაკეთი, ფარერები, ჩრ. ირლანდია, კვიპროსი, ბელარუსი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა/გიბრალტარი.

D ლიგა: ლიეტუვა/გიბრალტარი, მოლდოვა, მალტა, ანდორა, სან მარინო, ლიხტენშტაინი.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპების წილისყრა 2024 წლის 8 თებერვალს პარიზში გაიმართება. საბოლოოდ მივიღებთ A, B და C ლიგებში 4-4 ჯგუფს, თითოში ოთხ-ოთხი გუნდი იქნება, D ლიგაში კი ორი 3-გუნდიანი ჯგუფი შეიქმნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემს სიტყვებზე მისმა რეაქციამ გამაბრაზა“ - მესი ლევანდოვსკისთან ინციდენტზე
„ჩემს სიტყვებზე მისმა რეაქციამ გამაბრაზა“ - მესი ლევანდოვსკისთან ინციდენტზე