რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

„ჩემს სიტყვებზე მისმა რეაქციამ გამაბრაზა“ - მესი ლევანდოვსკისთან ინციდენტზე

ლიონელ მესიმ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რობერტ ლევანდოვსკისთან მომხდარ მცირე კონფლიქტზე ისაუბრა.

ლევანდოვსკიმ პოლონეთი არგენტინის მატჩის ბოლოს, მესის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, შემდეგ კი ხელის ჩამორთმევა სცადა, მაგრამ მესიმ ეს ჟესტი აშკარად დააიგნორა.

„მისმა განცხადებამ გამაბრაზა. როდესაც მე ოქროს ბურთი მოვიპოვე და ვთქვი ის, რაც ვთქვი. იმ მომენტში ნამდვილად გულწრფელად ვისაუბრე. და ის, თუ როგორ ლაპარაკობდა ლევანდოვსკი ამაზე, შემაშფოთა. გზები გადავკვეთეთ, ვისაუბრეთ, მაგრამ გაუგებრობა მოხდა.

მე ის მოედანზე დავაიგნორე, რადგან ვნერვიულობდი და ვფიქრობდი, რომ მისი განცხადება შეუსაბამო იყო. გაბრაზებული ვიყავი.

შემდეგ ის ბარსელონაში გადავიდა, კლუბსა და ქალაქზე ბევრი ვისაუბრეთ. შემდეგ ყველაფერი კარგად იყო“.

ლეომ მუნდიალის დღეები გაიხსენა და აღნიშნა, რომ „ალბისელესტე“ თავს ყოველთვის ფავორიტად თვლიდა, თუმცა ამას საჯაროდ არასდროს აღნიშნავდნენ.

„კატარში ჩასვლის მომენტიდან ვიცოდით, რომ ტიტულის პრეტენდენტები ვიყავით. ამაზე საჯაროდ საუბარი არ გვინდოდა, მაგრამ გუნდში გვჯეროდა. საუდის არაბეთთან დამარცხებამ მიწაზე დაგვანარცხა. ნებისმიერი მეტოქე რთული იყო.

როცა ნიდერლანდები, ბრაზილია ან სხვა ტოპ-გუნდია, რა თქმა უნდა, მეტი პრობლემაა, მაგრამ ავსტრალიაც აპრიორი კარგი მეტოქე იყო. მას შემდეგ, რაც მათ ამ ეტაპამდე მიაღწიეს, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი სწორად გააკეთეს.

მაგრამ მთლიანობაში, არგენტინა ყოველთვის ფავორიტი იყო“.

- აღნიშნა მესიმ Disney Star+-თან ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დი მარია: ბებიაჩემიც კი მიხვდა, რომ მესიმ ეს განზრახ გააკეთა
დი მარია: ბებიაჩემიც კი მიხვდა, რომ მესიმ ეს განზრახ გააკეთა