ლებრონ ჯეიმსი, ენტონი დევისი, ტაირიზ მაქსი
Aa
Aa

ლებრონის რეკორდი | ლეიკერსი ფილადელფიასთან 44 ქულით განადგურდა

ლებრონ ჯეიმსის „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ „ფილადელფია სევენთი სიქსერსთან“ შერცხვა. „მეფე“ და კომპანია ჯოელ ემბიდისა და ტაირიზ მაქსის გუნდს სტუმრად დაუპირისპირდნენ და უშანსოდ დამარცხდნენ.

„ფილამ“ ფენომენალური შთაბეჭდილება დატოვა და „ლეიკერსს“ ყველა მეოთხედი მოუგო. „სიქსერსმა“ პირველ ტაიმში 68:53 იმარჯვა, მეორე ნახევარში კი 70 ქულა ჩააგდო და საბოლოოდ, „ლეიკერსს“ 44-ქულიანი უპირატესობით სძლია - 138:94. ლებრონის გუნდმა მიმდინარე რეგულარულში ამხელა სხვაობით პირველად წააგო.

„სიქსერსთან“ შეხვედრაში ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამხო და „მეფეს“ NBA-ის ისტორიაში ყველაზე მეტი წუთი აქვს ნათამაშები. ჯეიმსს ცუდი მატჩი არ ჰქონია და 18 ქულა, 5 ასისტი და 1 ჩაჭრა გაიფორმა. ენტონი დევისს 17 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა, ოსტინ რივზსს - 12 ქულა.

„ფილადელფიას“ მხრიდან საუკეთესო მაქსისა და ემბიდის დუეტი იყო. ჯოელმა შეხვედრა სამმაგი დუბლით დაასრულა - 30 ქულა, 11 მოხსნა, 11 ასისტი, 1 დაფარება. მაქსის კი ყველაზე მეტი, 31 ქულა ჰქონდა. მათ გარდა, აღსანიშნავია მარკუს მორისის კარგი თამაშიც, რომელმაც 19 წუთში 16 ქულა გააკეთა.

ამრიგად, „ლეიკერსი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-8 გახლავთ და მომდევნო შეხვედრა „დეტროიტ პისტონსთან“ ელის. „სიქსერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორეა და მისი მომდევნო გაჩერება „ნიუ ორლეან პელიკანსია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსაჯს პენალტის დანიშვნა გადააფიქრებინა - რონალდუს დიდებული ჟესტი
მსაჯს პენალტის დანიშვნა გადააფიქრებინა - რონალდუს დიდებული ჟესტი