ხვიჩა კვარაცხელია, კახა კალაძე
Aa
Aa

კახა კალაძე: „ხვიჩას არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება, მაგრამ მინდორზე 11 კაცი გადის“

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება. ამის შესახებ მერმა მედიასთან ისაუბრა.

კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია მომავალ მატჩში ვერ ითამაშებს, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ეს შეხვედრა გამარჯვებით დაასრულონ.

„ფეხბურთში ყველაფერი ხდება. იმიტომ არის სპორტის ეს სახეობა საინტერესო, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს. რა თქმა უნდა, კვარაცხელია დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის. ის არის ლიდერი გუნდში, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი და მსოფლიო დონის ვარსკვლავია, თუმცა, ფეხბურთს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არ თამაშობს. მინდორზე 11 კაცი გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია ნაკრებს ვერ დაეხმარება, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ აღნიშნული შეხვედრა წარმატებით ჩაატარონ. მინდა, გულწრფელად გამარჯვება ვუსურვო მათ და დარწმუნებული ვარ, შედეგიც იქნება. მართლაც ვიმსახურებთ ამ ნახევარფინალის მოგებას, რადგან კარგ თამაშს ვაჩვენებთ, კარგი გუნდი გვყავს, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 21 მარტს ლუქსემბურგს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი საბერძნეთისა და ყაზახეთის წყვილში საუკეთესოს შეხვდება.

წყარო: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეოთხე კალათბურთელი, ვინც ეს გააკეთა | გოგას მაგარი მატჩი ტორონტოსთან
მეოთხე კალათბურთელი, ვინც ეს გააკეთა | გოგას მაგარი მატჩი ტორონტოსთან