კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, ინტერ მაიამი, ალ ნასრი
Aa
Aa

The Last Dance - რონალდუ და მესი ერთმანეთს ისევ შეხვდებიან

წლების განმავლობაში გულშემატკივრებს ბედნიერება ჰქონდათ, რომ მესისა და რონალდუს დაპირისპირებისთვის საკუთარი თვალით ეყურებინათ.

მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ „ალ ნასრში“ გადავიდა, ხოლო ლიონელი „ინტერ მაიამიში“, მათი ერთ სტადიონზე ხილვა თითქმის გამორიცხული გახდა.

ამ საკითხზე კი კვლავ საუდის არაბეთმა იზრუნა. ცნობილი გახდა, რომ 2024 წლის თებერვალში „ალ ნასრი“ და „ინტერ მაიამი“ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ამ მატჩს კი The Last Dance დაარქვეს. მატჩ კი Riyadh Season Cup-ის ეგიდით გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს საოცარი სეზონი აქვს და საუდის არაბეთის ლიგაში ბომბარდირთა დავას 13 გოლით ლიდერობს.

რაც შეეხება მესის, MLS დასრულდა, თუმცა არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ამერიკაში საოცარი კვალი დატოვა. 8 ოქროს ბურთის მფლობელმა ყველა ტურნირზე ერთად 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უფროსებისგან პატივისცემა უნდა ისწავლონ“ - მესი უგარტეს უხამს ჟესტზე
„უფროსებისგან პატივისცემა უნდა ისწავლონ“ - მესი უგარტეს უხამს ჟესტზე